რეგისტრაციის  847

 

რეგისტრაციის თარიღი:  2014-12-12

 

ადგილწარმოშობის დასახელება:  „ბოლნისი“

 

საქონლის დასახელება, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების

 

რეგისტრაცია:  კლასი 32 ნატურალური მინერალური წყალი.

 

განმცხადებლის სახელი და მისამრთი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარშალ გელოვანის გამზ. 6, 0159 თბილისი (GE)

 

1.

გეოგრაფიული მდებარეობა

 

ბოლნისის (რაჭისუბნის) მინერალური წყლის საბადო მდებარეობს ბოლნისის რაიონში, . ბოლნისიდან აღმოსავლეთით 6-7კმ-ის მოშორებით.

2.

გეოლოგიური აღწერილობა:

 

საბადოს გეოლოგიური აღწერილობა დამყარებულია მარნეული-გარდაბნის არტერიული აუზის ჰიდროგეოლოგიური აგეგმვის მასალებზე. არტერიულ აუზში გამოიყოფა წყალშემცავი ჰორიზონტი.

 

საბადოს რაიონში განვითარებულია ქანები პალეოზოურიდან მეოთხეული ასაკის ჩათვლით, რომლებიც ქმნიან მარნეული – გარდაბნის არტერიულ აუზს – სინკლინორიუმს, მოთავსებულს საქართველოს და ართვინ-ბოლნისის (სომხეთის) ბელტებს შორის.

არტერიული აუზის სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთი ფრთა აგებულია ლოქჯანდარის კრისტალური მასივით, იურული ქვიშა-ფიქლებრივი და ტუფპორფირიტული წყებით და მის აღმოსავლეთით განლაგებული ცარცული (სენონი) ასაკის კარბონატული და ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნებით;  

აუზის ჩრდილო-დასავლეთით განვითარებულია ზედა ცარცული (ტურონ-კონიაკური და სენომანური) ასაკის ვულკანოგენურ-დანალექი და ტუფოგენური ნალექები;

აუზის ჩრდილო ფრთა აგებულია პალეოგენურ-ნეოგენური ასაკის ვულკანოგენურ-დანალექი (ქვედა და შუა ეოცენი-პალეოცენი) და თაბაშირიანი თიხებით და ქვიშაქვებით (ზედა ეოცენი – შუა მიოცენი);

აუზის (დეპრესიის) ღერძული ნაწილი აგებულია ნეოგენური კონტინენტური ნალექებით (ზედა მიოცენი-პლიოცენი) – კონგლომერატებით, თიხამიწიანი ცემენტით და თიხამიწებით;

დეპრესიის დასავლეთ ნაწილში მდ. ალგეთი – ხრამი – მაშავერას აუზებში და მდ. დებედას და ხაჩინ-ჩაის ტერასებზე განვითარებულია ზედა მიოცენური ასაკის დოლერიტ-ბაზალტური შემადგენლობის ზეწრები;

დეპრესიის ფარგლებში ფართო გავრცელებით სარგებლობენ ალუვიური ქვიშა-ხვინჭკიანი ნალექები (სიმძლავრით 5-15 მ, საშ. 10 მ), რომლებიც შეიცავენ ხვინჭკიან-თიხამიწის ჩანართებს და თიხამიწის ლინზებს.

 

პალეოზოური და ცარცული ასაკის ძირითადი ქანების წყალშემცველობა წყალბრუნვის აქტიურ ზონაში ლოკალურია და წარმოდგენილია ნაპრალის და ნაპრალოვან-კარსტული წყლებით, რომელთა პრაქტიკული მნიშვნელობა ძლიერ შეზღუდულია. ამავე ქანებში განვითარებული შენელებული წყალბრუნვის ზონებში რიგ შემთხვევაში აღინიშნება წნევიანი, ზოგჯერ არტერიული წყლები, რომლებიც ჭაბურღილებით გახსნისას თვითმოდინებით ხასიათდებიან. მესამეული ასაკის ნალექებში აღინიშნება ნაპრალის მტკნარი წყლები უმნიშვნელო წყალშემცველობით.

 

მარნეული-გარდაბნის არტერიული აუზის ზედა მიოცენურ-პლიოცენურ ქანებში გამოიყოფა მტკნარი წყლების 14 წყალშემცველი ჰორიზონტი, ძირითადად სუსტი წნევით.

 

დოლერიტ-ბაზალტურ წყებაში გამოიყოფა 3 სუბარტეზიული წყალშემცავი ჰორიზონტი ნაპრალის მტკნარი წყლებით.

 

ალუვიურ-პროლუვიურ ჭალის და ტერასულ ნალექებში გამოიყოფა რამდენიმე (24) წყალშემცველი ჰორიზონტი ძირითადად უწნევო მტკნარი წყლით. იმავე ნალექებში აღინიშნება 2 ჰორიზონტი უწნევო გაზრდილი მინერალიზაციის მქონე წყლისა.

3.

ნატურალური მინერალური წყალი ,,ბოლნისის მახასიათებლები

 

მინერალური წყლების გავრცელების არეალიდან მნიშვნელოვანია მეოთხეული ასაკის დელუვიური, დელუვიურ-პროლუვიური და ფლუვიო-გლაციური ნალექები, სადაც ფიქსირებულია 66 წყარო, განსხვავებული ქიმიური შემადგენლობის – 0.3გრ/ლ-დან 7.0გ/ლ-მდე მინერალიზაციით. აქ ჭარბობს ჰიდროკარბონატულ-კალციუმიანი 0.3გრ/ლ–1.1გ/ლ და სულფატურ-კალციუმიანი 0.7–7.0გ/ლ მინერალიზა­ციის წყლები.

 

მინერალური წყლები შესწავლილია როგორც ბუნებრივ გამოსავლებში, ასევე ჭაბურღილებით. ისინი ძირითადად ნახშირმჟავიანი წყლებია – ჰიდროკარბონატ-ნატრიუმიანი და ჰიდროკარბონატ-მაგნიუმიანი 6.4 გ/ლ-მდე მინერალიზაციით.

რაჭისუბნის მინერალური წყლის საბადო შესწავლილია სიღრმეში რამდენიმე ჭაბურღილით. ზედაპირზე წყალი გამოედინება ზედა ცარცული ასაკის კვარცპორფირული ტუფებიდან. აქვე შეინიშნება ტუფებში განვითარებული სრიალის სარეკები. ს. ჩიხელიძის (1949 წ.) მონაცემებით  t=16°, დებიტი შეადგენს 23500 ლ/სკ-ში. წყლის ქიმიური შედგენილობა (ანალიტიკოსი ო. რაზმაძე) ასეთია:

 

M2 E 56.4 SO4II 25.1 HCO3 19.3 CI 5.6

Na (+K) 20.6 Ca 18.5 Mg 10.9

 

ბოლნისის (სოფ. რაჭისუბნის) მინერალური წყალი არის სულფატურ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიან მაგნიუმიანი შედგენილობის, რომლის მაქსიმალური მინერალიზაციაა 6.4 გრ/ლ. ჭაბურღილებით შესწავლის შემდგომ წყლის დებიტმა შეადგინა 200 მ3 დღ/ღამეში.

 

მინერალური წყლის მარაგებია:

B – 356 m3 დღ/ღამეში;

C1 – 2004 m3 დღ/ღამეში;

C2 – 15597 m3 დღ/ღამეში;

B+C1+C2 – 35996 m3 დღ/ღამეში;

4

ნატურალური მინერალური წყლის ,,ბოლნისი გამოყენების სფერო

 

რაჭისუბნის (ბოლნისის) მინერალური წყალი დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში, როგორც სასმელი წყალი. საბჭოთა პერიოდში წყალი ჩამოისხმებოდა მოცულობის 10% ოდენობით, ანუ 25 მ3 დღ/ღამეში; წლიურად 0.5 ლ მოცულობის 3.465 მლნ. ბოთლი/წელიწადში. ამავე პერიოდში (01.01.90წ.) ჩამოსხმისას დანაკარგები შეადგენდა 7392.5 მ3 წელიწადში, რესურსის გამოყენების კოეფიციენტი შეადგენდა 19%-ს.