ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ

ლისაბონის შეთანხმება (1958 წ.)
(მოკლე მიმოხილვა)

შეთანხმების მიზანია უზრუნველყოს ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა, ანუ დაცვა "ქვეყნის, რეგიონის ან ადგილის გეოგრაფიული სახელისა, რომელიც გამოიყენება იქ წარმოშობილი პროდუქციის მოსანიშნად, რომლის ხარისხი და მახასიათებლები მთლიანად ან არსებითად განპირობებულია გეოგრაფიული გარემოთი, ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორების ჩათვლით" (მუხლი 2). ასეთი სახელები რეგისტრირდება ისმო-ს საერთაშორისო ბიუროს მიერ ჟენევაში შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოთა უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე. საერთაშორისო ბიურო რეგისტრაციის შესახებ შეტყობინებას უგზავნის ხელშეკრულების მონაწილე დანარჩენ სახელმწიფოებს. ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის ვადაში განაცხადოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების დაცვას. რეგისტრირებული ადგილწარმოშობისათვის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანაში დაცვის მინიჭების შემდეგ დასახელება არ შეიძლება გამოცხადდეს გვარეობითად გარდაქმნილად, ვიდრე მისი დაცვა გრძელდება წარმოშობის ქვეყანაში.
2001 წლის 15 ოქტომბრისათვის 842 ადგილწარმოშობის დასახელება იქნა რეგისტრირებული, რომელთაგან 773 ჯერ კიდევ ძალაშია.
ლისაბონის შეთანხმებით შეიქმნა კავშირი. კავშირს გააჩნია ასამბლეა. ასამბლეის წევრად ითვლება კავშირის წევრი ყოველი სახელმწიფო, რომელიც მიუერთდა სტოკჰოლმის აქტის ადმინისტრაციულ ან ფინალურ მუხლებს მაინც.
ლისაბონის შეთანხმება დაიდო 1958 წელს, გადაისინჯა 1967 წელს სტოკჰოლმში და შესწორდა 1979 წელს.
შეთანხმება (რომლის სრული ვერსია გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე www.wipo.int/treaties) ღიაა სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის (1883 წ) წევრი სახელმწიფოებისათვის. რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტები დეპონირებული უნდა იყოს ისმო-ს გენერალურ დირექტორთან.

 

ix. sruli teqsti