რეგისტრაციის  844

 

რეგისტრაციისთარიღი: 2014-12-12

 

ადგილწარმოშობის დასახელება: „მიტარბი“

 

საქონლის დასახელება, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების

 

რეგისტრაცია კლასი 32 ნატურალური მინერალური წყალი.

 

განმცხადებლის სახელი და მისამრთი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარშალ გელოვანის გამზ. 6, 0159 თბილისი (GE)

 

1.

 გეოგრაფიული მდებარეობა

1.1

საბადოს (წყაროს, ჭაბურღილის) დასახელება – მიტარბის ნახშირმჟავა მინერალური წყლის საბადო

1.2

საბადოს (წყაროს, ჭაბურღილის) მდებარეობა

1.3

რეგიონი – სამცხე-ჯავახეთი

1.4

მუნიციპალიტეტი – ბორჯომი

1.5

უახლოესი დასახლებული პუნქტი – სოფ.პატარა მიტარბი (1,4კმ.)

1.6

დაშორება მნიშვნელოვანი პუნქტიდან – ბორჯომიდან – 25 კმ. თბილისამდე – 200 კმ. ხაშურის სარკინიგზო კვანძამდე – 50 კმ. ფოთის ნავსადგურამდე – 250 კმ.

1.7

მანძილი უახლოესი საავტომობილო გზის ღერძიდან – გრუნტის გზიდან სამხრეთით 25-35 მ. (უმოკლესი მანძილი)

მანძილი სახელმწიფო საზღვრიდან და სანაპირო ზოლიდან – სახელმწიფო საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 59-60 კმ (უმოკლესი მანძილი)

1.8

მანძილი სახელმწიფო საზღვრიდან და სანაპირო ზოლიდან – სახელმწიფო საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 59-60 კმ (უმოკლესი მანძილი)

1.9

მანძილი უახლოესი ხიდიდან –

1.10

მდინარის აუზი ან მთათა სისტემა – მდ. მიტარბის წყლის (მდ.გუჯარეთის წყლის მარცხენა შენაკადი) ხეობა

1.11

 საბადოს (წყაროს, ჭაბურღილის) ნომენკლატურა К-38-76-В-а  და ხაზოვანი კოორდინატები

 

X

Y

18

38115

4624913

8-

381086

4624936

 

 

1.12

საბადოს (წყაროს, ჭაბურღილის) აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან – 1322,2 მ.

 2

 კლიმატური პირობები

კლიმატი მთისაა, ზომიერად ნოტიო, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,3°C, ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმია -31°C, მაქსიმუმი – +31°C, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 77%-ია, ატმოსფერული ნალექების რაოდენობა აღწევს 740 მმ-ს.

3

 სატყეო რესურსები

3.1

რეგიონალური სატყეო სამმართველო – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო

3.2

საკურორტო ზონის ტყე – სალიცენზიო ობიექტი ფიქსირდება საკურორტო ტყის ფონდის ტერიტორიაზე

3.3

მწვანე ზონის ტყე – არ ფიქსირდება

3.4

სახელმწიფო დაცვითი ტყის ზოლი – არ ფიქსირდება

3.5

ჭალის ტყე – არ ფიქსირდება

3.6

სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი – არ ფიქსირდება

3.7

უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყის უბანი – არ ფიქსირდება

3.8

სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების კატეგორიაში – არ ფიქსირდება

3.9

თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლი – არ ფიქსირდება

3.10

ტყის უბანი, სადაც გაბატონებულია ,,წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეები, აგრეთვე ტყის უბნებში, რომელთაც აქვთ სპეციალური სამეურნეო დანიშნულება (ტყის მეთესლეობის, თაფლის მომცემი მცენარეების და სხვა) – არ ფიქსირდება

3.11

დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, აგრეთვე მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ. რადიუსში არსებული ტყის უბანი (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით) – არ ფიქსირდება

3.12

მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ (კალაპოტიდან) 300 მეტრამდე სიგანის ნაპირდამცავი ტყის უბანი – არ ფიქსირდება

3.13

ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლი – არ ფიქსირდება

3.14

რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისადან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლი – არ ფიქსირდება

3.15

ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ტყითსარგებლობა რეკრეაციული მიზნების განსახორციელებ­ლად – არ ფიქსირდება

3.16

200-ზე მეტი დაქანების ფერდობი – არ ფიქსირდება

3.17

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰა-ზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი აღემატება 30 მ3-ს – არ ფიქსირდება

3.18

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების შეუქცევადი პროცესი – არ ფიქსირდება

3.19

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, რომლის ფართობის 30%-ზე მეტი დაფარულია ბუჩქნარით – არ ფიქსირდება

3.20

სახელმწიფო ტყის ფონდის იმ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია ან ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზია –

3.21

სატყეო უბანი (ყოფილი სატყეო) სარეინჯეროს – ბაკურიანის სატყეო მეურნეობა, წაღვერის სატყეო უბანი

3.22

კვარტალ(ებ)ი – კვარტალი 46

3.23

ლიტერ(ებ)ი – უბანი 5

3.24

ლიტერის ან ლიტერების საერთო ფართ(ებ)ი –

3.25

მათ შორის ტყით დაფარული (ჰა) –

3.26

მათ შორის ტყით დაუფარავი (ჰა) –

3.27

გაბატონებული ჯიშები – სალიცენზიო ფართობი არ არის დაფარული მერქნიანი ხე-მცენარეებით.

3.28

ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობა და სახეები სანიმუშო ფართობზე –

3.29

სატყეო რესურსების დამატებითი მონაცემები –

4

საბადოს (მადანგამოვლინების) გეოლოგიური პოზიცია

4.1

საბადოს (წყაროს, ჭაბურღილის) ჰიდროგეოლოგიური პოზიცია საქართველოს ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური დარაიონების მიხედვით – მიტარბის საბადო განლაგებულია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის წყალწნევიანი ოლქის ფარგლებში და აგრეთვე ნაპრალური და ნაპრალურ-კარსტული წყლების თრიალეთის წყალწნევიანი სისტემის ფარგლებში. აღნიშნულ სისტემას უკავია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალური, ყველაზე ამაღლებული ნაწილი.

4.2

გეოლოგიური სტრუქტურა – საბადო მდებარეობს აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალურ ნაწილში, ვარდევანი-მიტარბის ანტიკლინური სტრუქტურის ღერძულ ზოლში.

4.3

წყალშემცველი ჰორიზონტი – საბადოს ფარგლებში გავრცელებულია შემდეგი წყალშემცველი ჰორიზონტები:

       1) თანამედროვე მეოთხეული ალვიური, დელუვიური და ტბიური ნალექების წყალშემცველი ჰორიზონტი (IV);

       2) ზედა პალოცენურ – ქვედა მეოთხეული ნალექების წყალშემცველი ჰორიზონტი (ა321);

3) შუა ეოცენის ვულკანოგენურ-დანალექი ქანების წყალშემცველი კომპლექსი (რ22);

 

ეს ნალექები საბადოს რაიონში დიდი გავრცელებით სარგებლობენ და წარმოდგენილი არიან ლიკანისა და ქვაბისხევის წყებებით. მათი საერთო სიმძლავრეა 4000 მ.

 

ამ ნალექების ნაპრალოვან-ფენობრივ და ნაპრალოვან-ძარღვული ტიპის წყლებს მიეკუთვნება ღრმა ცირკულაციის მინერალური და თერმული წყლები.

 

სწორედ ამ ნალექებთან არის დაკავშირებული მიტარბის 18 და 18-ე ჭაბურღილების მინერალური წყლები.

 

4.4

ცალკეული ობიექტის (წყაროს, ჭაბურღილის) ტექნიკური მონაცემები (სიღრმე, კაპტაჟი) – 1958 წელს საქ.გეოლოგიური სამმართველოს ჰ/გ. პარტიის მიერ მარჯვენა სანაპიროს გრიფონებთან ახლოს გაიბურღა 540 მეტრის სიღრმის სტრუქტურულ-ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილი 18. 1989-1991 წლებში გაყვანილ იქნა 18-ე ჭაბურღილი, რომლის სიღრმეა 388 მეტრი.

 

4.5

დამატებითი მონაცემები – მიტარბის მინერალური წყლის საბადო, ჰიდროგეოლოგიური პირობების მიხედვით, მიეკუთვნება საბადოთა II ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათე­ბელია რთული ჰიდროგეოლო­გიური პირობები.

5

ნატურალური მინერალური წყლის „მიტარბი“ მახასიათებლები

5.1

ქიმიური შედგენილობა – ქიმიური ანალიზების მონაცემებით, 18-ე ჭაბურღილის მინერალური წყალი ხასიათდება როგორც ნახშირორჟანგიანი, კაჟმჟავიანი, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმ-კალციუმიანი წყალი. საერთო მინერალიზაცია მერყეობს 2,0-დან 2,5 გ/ლ-ის ფარგლებში.

ტოქსიკური და მავნე ნივთიერებები არ არის დაფიქსირებული ან ნორმით დაშვებულ ფარგლებშია. არ არის დაფიქსირებული: კობალტი, დარიშხანი, ტყვია, სელენი, ვერცხლისწყალი, ქრომი, ფტორი, ნიტრატები და ფენოლები.

 

მიკროელემენტებიდან წყალი შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობის სტრონციუმს (0-0,5 მგ/ლ), ლითიუმს (0-0,24 მგ/ლ), სპილენძს (0-0,009 მგ/ლ), მანგანუმს (0,02-0,3 მგ/ლ) და თუთიას     (0-0,026 მგ/ლ).

ბიოლოგიურად აქტიური სპეციფიკური კომპონენტებიდან წყალი შეიცავს რკინას – 10-14,1 მგ/ლ და სილიციუმის მჟავას – 50 მგ/ლ-ზე ზემოთ.

სპონტანური აირების შემცველობა (მოცულობით %-ში) ასეთია: CO2 – 86,6; N2 – 10,39.

 

ტემპერატურის საერთო მინერალიზაციის და ცალკეული ქიმიური ინგრედი¬ენ¬ტების მონაცემების შედარებისას, წყლის დებიტის ცვალებადობასთან მათი მაჩვენებლების მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება.

 

 

5.2

ტემპერატურა ტემპერატურა ბურღილის პირზე 21,2°C- ია, სანგრევზე კი – 21,7°C.

 5.3

სანიტარული მდგომარეობა – მიტარბის მინერალური წყალი ბაქტეორიოლოგიურად სუფთაა. იგი გამჭვირვალეა, უფერო და უსუნო, არ ახასიათებს მექანიკური და სხვა მინარევები.

 

6

ნატურალური მინერალური წყლის „მიტარბი“ საბადოს მახასიათებლები (საბადოს დაძიების ხარისხი) – მიტარბის მინერალური წყლის საბადო შესწავლილია დეტალური ძიების სტადიაზე.

 

6.1

საბადოს (მადანგამოვლინების) შესწავლის ხარისხი – მტკ-ს რეკომენდაციების გათვალის¬წი-ნებით, 1989-1991 წლებში არსებული 18 ჭაბურღილიდან, 50 მეტრის დაშორებით, გაყვანილ იქნა 18-ე საექსპლუატაციო ჭაბურღილი, რომელიც შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო 18 ჭაბურღილი დატოვებულ იქნა, როგორც სათვალთვალო. მსკ-ს დადგენილებით, 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და 25-წლიანი საექსპლუატაციო ვადით დამტკიცებულ იქნა (ოქმი #36) მიტარბის მინერალური წყლის მარაგები შემდეგ ციფრებსა და კატეგორიებში: 

     

„A“ კატეგორია – 105,3m3 დ/ღ;

„B“ კატეგორია – 32,3m3 დ/ღ;

სულ – 137,3 m3 დ/ღ;

 

 7

მინერალური წყლის „მიტარბი“ გამოყენების სფერო

მიწისქვეშა წყლების გამოყენების სფერო (ფაქტიური და შესაძლო) – მინერალური წყალი მიტარბი ყველაზე ახლოს დგას საირმესთან და ისევე როგორც ეს უკანასკნელი, ნარზანის სახესხვაობას წარმოადგენს, ხოლო დანიშნულების მიხედვით კი სამკურნალო სუფრის სასმელი წყალია.

 

ექსპერიმენტალური დაკვირვებებით დადგენილია მიტარბის წყლის მაღალი სამკურნალო თვისებები რიგი დაავადებებისთვის – საჭმლის მომნელებელი ორგანოების, შარდგამომყოფი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას, რომელთა მკურნალობის დროს რეკომენდებულია მიტარბის მიღება.

 

 8

საბადოს საინჟინრო-გეოეკოლოგიური პირობების შეფასება

 8.1

საბადოს მორფოლოგიური მდებარეობა და მისი შეფასება – მორფოლოგიური თვალსაზრისით სალიცენზიო ობიექტი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო ძლიერ დანაწევრებულ ფერდობზე. უშუალოდ მინე­რალური წყლის საბადო, წარმოდგენილია ორი ჭაბურღილით, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებულია 20 მეტრით, განლაგებულია მდ. გუჯარულას მარცხენა შენაკადის მდ. მიტარბულას ხეობაში, მარჯვენა ნაპირზე.

8.2

საბადოს და მიმდებარე ტერიტორიის ამგები ქანების ზოგადი საინჟინრო-გეოლოგიური მახასი­ათებლები – ტერიტორიის ამგებელი ძირითადი ქანები წარმოდგენილი ეროზიულ-გრავიტაციული პროცესების მიმართ არამდგრადი ე.წ. ,,ბორჯომის ფლიშური“ წყების ქანების სუბსტრატით (მერგელების, პელიტომორფული და ქვიშოვანი კირქვების, კარბონატული და არკოზული ქვიშაქვების, ალევრიტების რითმული მორიგეობა).