რეგისტრაციის  846

 

რეგისტრაციის თარიღი:  2014-12-12

 

ადგილწარმოშობის დასახელება:  „უწერა“

 

საქონლის დასახელება, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების

 

რეგისტრაცია:  კლასი 32 ნატურალური მინერალური წყალი.

 

განმცხადებლის სახელი და მისამრთი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარშალ გელოვანის გამზ. 6, 0159 თბილისი (GE)

 

1

გეოგრაფიული მდებარეობა

1.1

წიაღთსარგებლობის ობიექტი – უწერას მინერალური წყლების საბადო

1.2

წიაღთსარგებლობის ობიექტის (წყაროს, ჭაბურღილის) მდებარეობა

1.3

რეგიონი – რაჭა-ლეჩხუმი

1.4

მუნიციპალიტეტი – ონი

1.5

უახლოესი დასახლებული პუნქტი – სოფ. უწერა

1.6

დაშორება მნიშვნელოვანი პუნქტიდან – ქ. ონიდან 12 კმ, ქ. ქუთაისიდან 120 კმ.

1.7

მანძილი უახლოესი საავტომობილო გზის ღერძიდან – ჭაბ.16K 15-20 მ. ჭაბ. 1K 15-25 მ. ჭაბ.28 10-20მ. ჭაბ.24 35-40მ. ჭაბ.19 65-75მ. ჭაბ.14K40-50მ. წყარო გვერითა 240-250მ. (უმოკლესი მანძილი)

1.8

მანძილი სახელმწიფო საზღვრიდან და სანაპირო ზოლიდან – სახელმწიფო საზღვრიდან დასავლეთით 13-14 კმ. (უმოკლესი მანძილი)

1.9

მანძილი უახლოესი ხიდიდან –

1.10

მდინარის აუზი ან მთათა სისტემა – მდ. რიონის აუზი

1.11

წიაღთსარგებლობის ობიექტის (წყაროს, ჭაბურღილის) ნომენკლატურა К-3876-В-ა და ხაზოვანი კოორდინატები –

1.12

წიაღთსარგებლობის ობიექტის (წყაროს, ჭაბურღილის) აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან – წყარო 80 (გვერითა) – 1036,14მ; ჭაბ. 1 – 979,99მ; ჭაბ. 12კ – 979,90მ; ჭაბ. 14კ – 970,10მ; ჭაბ. 16კ – 1000,05მ; ჭაბ. 19 – 971,42მ; ჭაბ. 24 – 973,19მ; ჭაბ. 28 – 979,64მ.

2

კლიმატური პირობები

ზემო რაჭა ხვდება ადეკვატური პროცესების ზემოქმედების ზონაში, რაც იწვევს ამინდის ნორმალური მსვლელობის დარღვევას, აცივებას და ნალექების დიდ რაოდენობას, რომლებიც დამოკიდებულია მოქმედების ცენტრების აქტივობასთან: ციმბირის ანტიციკლონთან, არქტიკა-აზორის ანტიციკლონთან და ხმელთაშუა ზღვის ციკლონებთან, მუნიციპალიტეტის კლიმატზე დადებით ზეგავლენას ახდენს შავი ზღვის გავლენა.

 

აღნიშნული ბუნებრივი ფაქტორები ახდენს რაიონის კლიმატის ფორმირებას, რომელიც ხასიათდება ვერტიკალური ზონალობით.

 

ზემო რაჭისთვის ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1000-25000 მმ., კურორტ უწერასათვის კი 1385 მმ.

 

სეზონების მიხედვით ნალექები პროცენტულად შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ზამთარი 22%, გაზაფხული 26%, ზაფხული 25%, შემოდგომა 27%.

 

თოვლის საფარის ხანგძლივობა ზემო რაჭის დაბალი ზონისთვის (800-1000მ) გრძელდება ნოემბრის მესამე დეკადიდან მარტის ბოლომდე, ხოლო საშუალო ზონისთვის (1400-2600მ) დეკემბრის პირველი დეკადიდან მაისის მესამე დეკადამდე.

 

ქ. ონისთვის ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,0°, აბსოლუტური მინიმუმი – 27°C, მაქსი-      მუმი – +38° C

3

სატყეო რესურსები

3.1

რეგიონალური სატყეო სამმართველო – არ ფიქსირდება

3.2

საკურორტო ზონის ტყე – არ ფიქსირდება

3.3

მწვანე ზონის ტყე – არ ფიქსირდება

3.4

სახელმწიფო დაცვითი ტყის ზოლი – არ ფიქსირდება

3.5

ჭალის ტყე – არ ფიქსირდება

3.6

სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი – არ ფიქსირდება

3.7

უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყის უბანი – არ ფიქსირდება

3.8

სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების კატეგორიაში – არ ფიქსირდება

3.9

თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლი – არ ფიქსირდება

3.10

ტყის უბანი, სადაც გაბატონებულია `წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეები, აგრეთვე ტყის უბნებში, რომელთაც აქვთ სპეციალური სამეურნეო დანიშნულება (ტყის მეთესლეობის, თაფლის მომცემი მცენარეების და სხვა) – არ ფიქსირდება

3.11

დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, აგრეთვე მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბანი (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით)       არ ფიქსირდება

3.12

მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ (კალაპოტიდან) 300 მეტრამდე სიგანის ნაპირდამცავი ტყის უბანი არ ფიქსირდება

3.13

ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმო¬ნაქმ¬ნე¬ბის, მთის დედაქა­ნე­ბის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლი არ ფიქ­სირდება

3.14

რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისადან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლიარ ფიქსირდება

3.15

ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ტყითსარგებლობა რეკრეაციული მიზნების განსახორციელებლად არ ფიქსირდება

3.16

200°-ზე მეტი დაქანების ფერდობი არ ფიქსირდება

3.17

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰა-ზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი აღემატება 503- არ ფიქსირდება

3.18

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების შეუქცევადი პროცესი არ ფიქსირდება

3.19

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, რომლის ფართობის 30%-ზე მეტი დაფარულია ბუჩქნარით არ ფიქსირდება

3.20

სახელმწიფო ტყის ფონდის იმ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია ან ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზია არ ფიქსირდება

3.21

სატყეო უბანი (ყოფილი სატყეო) სარეინჯეროს არ ფიქსირდება

3.22

კვარტალ(ებ)ი – არ ფიქსირდება

3.23

ლიტერ(ებ) არ ფიქსირდება

3.24

ლიტერის ან ლიტერების საერთო ფართ(ებ) არ ფიქსირდება

3.25

მათ შორის ტყით დაფარული (ჰა) – არ ფიქსირდება

3.26

მათ შორის ტყით დაუფარავი (ჰა) – არ ფიქსირდება

3.27

გაბატონებული ჯიშები არ ფიქსირდება

3.28

ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობა და სახეები სანიმუშო ფართობზე არ ფიქსირ¬დება

3.29

სატყეო რესურსების დამატებითი მონაცემები

4

წიაღთსარგებლობის ობიექტის გეოლოგიური პოზიცია

4.1

წიაღთსარგებლობის ობიექტის (წყაროს, ჭაბურღილის) ჰიდროგეოლოგიური პოზიცია საქართველოს ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური და რაიონების მიხედვით უწერას მინერალური წყლების საბადო მდებარეობს დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდის წყალწნევიანი სისტემის ჰიდროგეოლოგიური ოლქის ორი ჰიდრო¬გეოლოგიური ერთეულის: სვანეთის ნაპრალური წყალწნევიანი სისტემის და მესტია-თიანეთის ნაპრალური და ნაპრალურ და ნაპრალურ-კარსტული წყალწნევიანი სისტემების შეხების ზოლში.

4.2

გეოლოგიური სტრუქტურა უწერას მინერალური წყლების საბადო ხვდება სამი შედარებით მსხვი­ლი ტექტონიკური ერთეულის: მესტია-თიანეთის ფლიშური ზონის შოვი-ფასანაურის ქვეზონის, ჩხალთა-ლაილაშის ზონის ჩხალთის ქვეზონის და დიდი კავკასიონის ნაოჭა სისტემის გაგრა-ჯავის ზონის ჩრდილოეთ ქვეზონის შეხების ზოლში.

4.3

წყალშემცველი ჰორიზონტი უწერას საბადოს ტერიტორიაზე გავრცელებულია შოვი-ფასანაურის წყალ­შემცველი ზონის სამხრეთ-დასავლეთი პერიფერია, ასევე ჩხალთის წყალშემცველი ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთის განაპირა ნაწილი და ჩრდილოეთის წყალშემცველი ზონის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი.

 

აღნიშნული ზონები თავის მხრივ იყოფიან შემდეგ ჰიდროგეოლოგიურ ელემენტებად შოვი-ფასანაურის ზონა წარმოდგენილია ჰესის ტერიგენული ფლიშის საგლოლოს ქვეწყებით და ნეოკომის კარბონატული ფლიშის ჭიორის და ფორხიშულის ნალექებით ჩრდილოეთის წყალშემცველი ზონა ბათის ტალახიანი ქვეწყების სპაროდულად გაწყლოვანებული ნალექებით და ბაიოსის პორფირიტული წყების ლახამვის, ლაბურციხის და თაბორის ქვეწყების ვულკანოგენურ-დანალექი წყალშემცველი კომპლექსით. ხოლო ჩხალთის წყალშემცველი ზონა სორის და ლაჯანურის წყების ნალექების წყალშემცველი ჰორიზონტით.

ფორშიშიხულის წყების ნალექებს უჭირავს საბადოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი და მისი ქვედა ნაწილი ლითოლოგიურად წარმოდგენილია: თიხოვანი ფიქლებით, ქვიშაქვებით და ქვიშოვანი კირქვებით.

 

ბათის ზედა ტალახიანი წყება წარმოდგენილია თიხოვან-ქვიშოვანი ფიქლებით, ქვიშაქვებით და იშვიათად კირქვებით და ბრექჩიების-კონგლომერატებით.

ბაიოსის პორფირიტული წყების წყალშემცველი კომპლექსი ლითოლოგიურად წარმოდგენილია: ტუფობრექჩიებით, სპილიტური შემადგენლობის პორფირიტებით, ავგიტ-პლაგიოკლაზური პორფირი­ტებით, ტუფებით, თიხიანი ფიქლებით, შუაშრეებითა და მცირე სიმძლავრის დიაბაზ-პორფირიტების განფენებით.

 

სორის და ლაჯანურის წყება საბადოს ტერიტორიაზე წარმოდგენილია მხოლოდ სორის წყების ნალე­ქე­ბით, რომლებიც ლითოლოგიურად წარმოდგენილია თიხიანი ფიქლებით ქვიშაქვების შუაშრეებით (ქვედა ნაწილში).

4.4

ცალკეული ობიექტის (წყაროს, ჭაბურღილის) ტექნიკური მონაცემები (სიღრმე, კაპტაჟი) – წყარო 80 (გვერითა) – დაკაპტაჟებულია; ჭაბ. 1 ჭაბურღილის სიღმეა – 65; 12 ჭაბურღილის სიღრმეა – 69,4; ჭაბ. 14 ჭაბურღილის – 50; 16 ჭაბურღილის – 280; 19 ჭაბურღილის – 140; 24 ჭაბურღილის - 150 და #28 – ჭაბურღილის 150.

4.5

დამატებითი მონაცემები უწერას მინერალური წყლების საბადო ჰიდროგე¬ოლო¬გიური პირობების სირთულის მიხედვით მიეკუთვნება საბადოთა ძალიან რთულ III ჯგუფს.

5

ნატურალური, მინერალური წყლის „უწერა“ მახასიათებლები

5.1

ქიმიური შედგენილობა უწერას საბადოს ცივი ნახშირმჟავიანი მინერალური წყლების საბადო წარმოდგენილია სამი: უწერას, ტერსინის და დარასუნის ტიპის წყლებით.

 

უწერას ტიპი _ მიეკუთვნება წყარო 80 (,,გვერითა~), საკაპტაჟე ჭაბურღილების №№12, 16 და სადაზვერვო ჭაბურღილების №№19,24 და 28 წყლები.

 

წყლები საშუალო კონცენტრაციის ნახშირმჟავიანია (1,8-2,7გ/ლ), საშუალო და მაღალი მინერალიზაციით (6,5-11გ/ლ), pH – 6,4-6,8, მთავარი კომპონენტებიდან შეიცავს: HCO3 – 4,2-7,9გ/ლ; Na+ – 1,2-2,4g/l; წყლები ცივია (6-14°C).

 

სპეციფიკური კომპონენტებიდან აღსანიშნავია ნახშირმჟავას და მეტა-ბორის მჟავის არსებობა.

 

ტერსინის ტიპი – მიეკუთვნება საკაპტაჟე ჭაბურღილის 14კ-ს, წყალი, იგი საშუალო კონცენტრაციის ნახშირმჟავიანი (2,4-2,6გ/ლ), საშუალო მინერალიზაციის (4,6-5,7გ/ლ), ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი, ბორიანია (0,3 გ/ლ), pH – 6,3-7,4. ძირითადი კომპონენტებიდან შეიცავს: HCO3 – 3,2-3,9გ/ლ; Na+ – 0,6-0,9გ/ლ; Ca2+ – 0,45-0,5გ/ლ; wyali civia (10,3-11,4°C).

 

დარასუნის ტიპი – მიეკუთვნება №1კ საკაპტაჟე ჭაბურღილის მინერალური წყალი, იგი საშუალო კონცენტრაციის ნახშირმჟავიანი (2,3-2,5გ/ლ), დაბალი მინერალიზაციის (1,5-1,6 გ/ლ), ჰიდროკარბონატულ კალციუმიანი ტიპისაა. pH 5,8-6,0 ძირითადი კომპონენტებიდან შეიცავს: HCO3 –1,0-1,2g/l; Ca2+–0,26-0,29g/l; წყალი ცივია (8,3-8,6°C).

 

აღსანიშნავია წყლებში ორვალენტოვანი რკინის მომეტებული შემცველობა (10 მგ/ლ-ზე მეტი). ლითიუმს და სტრონციუმს შეიცავს მინერალური წყლებისთვის დამახასიათებელი რაოდენობით. კალიუმის შემადგენლობა მერყეობს 4,9 მგ/ლ-დან (ჭაბ. №1კ) 7,9 მგ/ლ-მდე (ჭაბ.№24).

 

აზოტის ჯგუფის კომპონენტები (ამონიუმი, ნიტრიტი, ნიტრატი) წყლებში არ აღმოჩენილა. ფტორი უმნიშვნელო რაოდენობითაა (0,2-0,4/). ისეთი მიკროელემენტების შემცველობა, როგორიცაა: სპილენძი, მარგანეცი, ტყვია, ვანადიუმი, ვერცხლისწყალი, ქრომი, სელენი, იოდი და ბრომი უმნიშვნელოა და არ აღწევს დასაშვებ ნორმამდე.

 

უწერას მინერალური წყლების საბადოს გაზური შემადგენლობა არაერთგვაროვანია და ძირითად ელემენტს წარმოადგენს ნახშირმჟავა გაზი, რომლის შემცველობა, როგორც გახსნილ, ისე სპონტანურ ფაზაში შეადგენს 95-98%, ზოგიერთ შემთხვევაში აღწევს 100%.

წყლებში ფიქსირდება აზოტი (როგორც გახსნილ, ისე სპონტანურ ფაზაში).

5.2

სანიტარიული მდგომარეობა უწერას მინერალურ წყლებში მავნე ორგანული და არაორგანული მინარევების არსებობა არ აჭარბებს დადგენილ ნორმებს, ორგა¬ნული ნივთიერებების ჯამური რაოდენობა 7 მგ/-მდეა.

წყაროს და ჭაბურღილების მინერალური წყლები, როგორც სასმელი წყლები დამოწმებულია ბაქტერი­ოლოგიური გამოკვლევებით.