რეგისტრაციის  848

 

რეგისტრაციის თარიღი:  2014-12-12

 

ადგილწარმოშობის დასახელება: „ზვარე“

 

საქონლის დასახელება, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების

 

რეგისტრაცია:  კლასი 32 ნატურალური მინერალური წყალი.

 

განმცხადებლის სახელი და მისამრთი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარშალ გელოვანის გამზ. 6, 0159 თბილისი (GE)

 

1

გეოგრაფიული მდებარეობა

1.2

საბადოს (წყაროს, ჭაბურღილის) დასახელებაზვარეს მინერალური წყლების საბადო

1.3

საბადოს (წყაროს, ჭაბურღილის) მდებარეობა

1.4

რეგიონი იმერეთი

1.5

ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტი ხარაგაული

1.6

უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ზვარე, 4 კმ. რკ/სადგურ მოლითიდან

1.7

დაშორება მნიშვნელოვანი პუნქტიდან – 170 კმ. თბილისიდან

1.8

მანძილი უახლოესი საავტომობილო გზის ღერძიდან გზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 50-130 მეტრი (უმოკლესი მანძილი)

1.9

მანძილი სახელმწიფო საზღვრიდან და სანაპირო ზოლიდან საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 63-64 მეტრი (უმოკლესი მანძილი)

1.10

მანძილი უახლოესი ხიდიდან

1.11

მდინარის აუზი ან მთათა სისტემა მოიცავს მდ. ზვარულას და მდ. ვახანურას აუზებს

1.12

საბადოს (წყაროს, ჭაბურღილის) ნომენკლატურა К-38-75-Б-б და ხაზოვანი კოორდინატები –

 

X

Y

S

1

367573

4647270

0.07 ჰა

2

367585

4647261

0.07 ჰა

16

367601

4647258

0.07 ჰა

24

367582

4647257

0.07 ჰა

26

367612

4647247

0.07 ჰა

28

367569

4647270

0.07 ჰა

29

367842

4646965

0.07 ჰა

30

367758

4647113

0.07 ჰა

31

367566

4647273

0.07 ჰა

უცნობი 2

367822

4646881

0.07 ჰა

უცნობი 1

367566

4647279

0.07 ჰა

3 pp

367740

4647150

0.07 ჰა

                     

WGS 1984

 

1.13

საბადოს (წყაროს, ჭაბურღილის) აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან – 563–578 .

2

კლიმატური პირობები

 

კლიმატური პირობების მიხედვით, საბადოს ტერიტორია მიეკუთვნება დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ოლქს და იყოფა შემდეგ ზონებად: ) ტენიანი კლიმატის ზონა ცვალებადი ცივი ზამ­თრი­თა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ დაბალმთიან ტე­რიტორიას და ) ტენიანი კლიმატის ზონა, ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, რომელიც მოიცავს სამხრეთ დაბალმთიან ნაწილს.

 

საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11°C. იანვრის ტემპერატურა პირველი კლიმატური ზონისთვის შეადგენს 0-(-2)°C, მეორე ზონისთვის – (-2)-(-4)°C, აპრილი შესაბამისად 9-10 და 8-9°C, ივლისი – 20-22 და 18-20°C, ოქტომბერი – 12-14 და 10-12°C.

3

სატყეო რესურსები

3.1

საკურორტო ზონის ტყე არ ფიქსირდება

3.2

მწვანე ზონის ტყე არ ფიქსირდება

3.3

სახელმწიფო დაცვითი ტყის ზოლი არ ფიქსირდება

3.4

ჭალის ტყე არ ფიქსირდება

3.5

სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი _ არ ფიქსირდება

3.6

უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყის უბანი არ ფიქსირდება

3.7

სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების კატეგორიაში არ ფიქსირდება

3.8

თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლი არ ფიქსირდება

3.9

ტყის უბანი, სადაც გაბატონებულია `წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეები, აგრეთვე ტყის უბნებში, რომელთაც აქვთ სპეციალური სამეურნეო დანიშნულება (ტყის მეთესლეობის, თაფლის მომცემი მცენარეების და სხვა) – არ ფიქსირდება

3.10

დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, აგრეთვე მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბანი (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით) – არ ფიქსირდება

3.11

მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ (კალაპოტიდან) 300 მეტრამდე სიგანის ნაპირდამცავი ტყის უბანი არ ფიქსირდება

3.12

ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლი არ ფიქსირდება

3.13

რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისადან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლი არ ფიქსირდება

3.14

ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ტყითსარგებლობა რეკრეაციული მიზნების განსახორციელებლად არ ფიქსირდება

3.15

20°-ზე მეტი დაქანების ფერდობი – არ ფიქსირდება

3.16

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰა-ზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი აღემა­ტება 303- არ ფიქსირდება

3.17

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების შეუქცევადი პროცესი არ ფიქსირდება

3.18

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, რომლის ფართობის 30%-ზე მეტი დაფარულია ბუჩქნარით არ ფიქსირდება

3.19

სახელმწიფო ტყის ფონდის იმ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია, ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, ან ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზია – არ ფიქსირდება

3.20

რეგიონალური სატყეო სამმართველო – არ ფიქსირდება

3.21

სატყეო უბანი (ყოფილი სატყეო) სარეინჯეროს – არ ფიქსირდება

3.22

კვარტალ(ებ)ი – არ ფიქსირდება

3.23

ლიტერ(ებ)ი – არ ფიქსირდება

3.24

ლიტერის ან ლიტერების საერთო ფართ(ებ)ი – არ ფიქსირდება

3.25

მათ შორის ტყით დაფარული (ჰა) – არ ფიქსირდება

3.26

მათ შორის ტყით დაუფარავი (ჰა) – არ ფიქსირდება

3.27

გაბატონებული ჯიშები – არ ფიქსირდება

3.28

ზეზემდგომი ხე-ტყის მოცულობა და სახეები სანიმუშო ფართობზე – არ ფიქსირდება

3.29

სატყეო რესურსების დამატებითი მონაცემები – არ ფიქსირდება

4

საბადოს (მადანგამოვლინების) გეოლოგიური პოზიცია

4.1

საბადოს (წყაროს, ჭაბურღილის) ჰიდროგეოლოგიური პოზიცია საქართველოს ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური და რაიონების მიხედვით საბადო შედის საქართველოს ბელტის არტეზიული აუზების ოლქის არგვეთის ფოროვანი, ნაპრალოვანი და ნაპრალოვან-კარსტული წყლების გავრცელების რაიონში და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის წყალწნევიან ზონაში.

 4.2

გეოლოგიური სტრუქტურა საბადო მდებარეობს ორი დიდი გეოტექტონიკური ერთეულის საქარ­თვე­ლოს ბელტის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის შეხების ზონაში და აგებულია მრავალ­ფეროვანი ფაციალურ-ლითოლოგიური კომპლექსებით პალეოზოურიდან მეზოზოურის ჩათვლით.

4.3

წყალშემცველი ჰორიზონტი – საბადოს ტერიტორიაზე გავრცელებულია რამდენიმე წყალშემცავი კომპლექსი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან კვების პირობებით, მიწისქვეშა წყლების მდებარეობის და განტვირთვის პირობებით:

 

საქართველოს ბელტის მიოცენური ნალექების მცირეწყალშემცველი კომპლექსი №2

2I.  შუა ეოცენის ზედა სერიის წყალშემცველი კომპლექსი – Pg2b2

2II.  შუა ეოცენის ქვედა სერიის წყალშემცველი კომპლექსი – Pg2a2

პალეოცენ-ქვედა ეოცენის ბორჯომის ფლიშის მცირეწყალშემცველი კომპლექსი Pg1 – Pg2

     აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ზედა ცარცის კარბონატული ნალექების წყალშემცველი

     კომპლექსი Cr2 (A)

საქართველოს ბელტის იურული ნალექების წყალშემცველი კომპლექსი – J

კემბრიულამდელი–ქვედა პალეოზოური ნალექების სპაროდულად გავრცელებული მიწისქვეშა წყლები – Pz.

4.4

ცალკეული ობიექტის (წყაროს, ჭაბურღილის) ტექნიკური მონაცემები (სიღრმე, კაპტაჟი) – ჭაბურღილი 24 გაიბურღა 1965 წელს. საპროექტო სიღრმე – 200 მ., ფაქტიური – 208 მ.   ჭაბურღილი 25 საპ. 150 მ. ფაქ. 149,5 მ. 1967 წ., ჭაბ. 29 საპ. 1000 ფაქ. 380 მ. 1968 წ., ჭაბ. 29ა საპ. 1000 მ. ფაქ. 1011 მ. 1969 წ., ჭაბ. 30 საპ. 400 მ. ფაქ. 149 მ. 1968 წ., ჭაბ. 31 საპ. 100 ფაქ. 105 მ. 1970 წ., ჭაბ. 1-П საპრ. 200 ფაქ. 201 მ. 1969 წ., ჭაბ. 2-П საპრ. 400 მ. ფაქ. 395 მ. 1970 წ.

4.5

დამატებითი მონაცემები – 1936 წელს, 13 ჭაბურღილის ბურღვის დამთავრების შემდეგ, ხარაგაულის ადგილმრეწველობის მიერ დაიწყო ,,ზვარეს ჩამოსხმა ბოთლებში, ხოლო შემდეგ, 15 ჭაბურღილიდან, რომელიც იწოდებოდა 1 ჭაბურღილად.

5

ნატურალური მინერალური წყლის „ზვარე“  საბადოს  მახასიათებლები

5.1

       ქიმიური შედგენილობა – საძიებო, საძიებო-სტრუქტურული და სადაზვერ¬ვო-საექს¬პლუატაციო ჭაბურღილებით ზვარეს მინერალური წყლების საბადოზე გახსნილ იქნა 3 ძირითადი ტიპის მინერალური წყალი:

 

ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი ნახშირმჟავა გაზიანი და მეთანიანი.

 

ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი წყლები კარბონატის შემცველობით 20 მგ-ექვივალენტი %-მდე ძირითადად გოგირდწყალბადიანი გაზით.

 

ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი წყლები მეთანის და აზოტის გაზით, თავისუფალი ნახშირმჟავის რამდენიმე მგ/ლ-მდე შემცველობით.

 

პირველი ტიპის მინერალური წყალი გახნილ იქნა №№28, 29, 30, 1-П და 5-П ჭაბურღილებით. წყლის საერთო მინერალიზაცია თვითდენის შემთხვევაში შეადგენს 5,0-5,4 გ/ლ, ღრმა სინჯებისთვის 6,2-6,3 გ/ლ მარილების შემადგენლობა ასეთია:  

HCO3 55-58 CL 41-44

Na 81-87

 

მეორე ტიპის მინერალური წყალი გახნილ იქნა №№29 და 29 ჭაბურღილებით 18-78 მეტრის სიღრმეზე, მათი მარილების შემადგენლობის ფორმულა H2S 4,0 mg

 

0,7 HCO3 65-74

      Na 76-83

 

მეორე ტიპის წყლები გახნილია №№27 და №3-П ჭაბურღილებით 60-70 მეტრის სიღრმეში.

 

წყლები დაბალმინერალიზირებულია 1,8-1,9  HCO3 93-94

                                                                                       Na 95-97

 

5.2

სანიტარიული მდგომარეობა – ცენტრალური უბნის ზოგიერთი ჭაბურღილის არასრულყოფილი კაპტაჟი, საცავი მილების კოროზია და სანიტარული დაცვის ზონის არარსებობა იწვევს ზოგიერთი ჭაბურღილის პერიოდულ ბაქტერიოლოგიურ გაჭუჭყიანებას.

5.3

ტემპერატურა – ცენტრალური უბნის ჭაბურღილების ტემპერატურული რეჟიმი ძლიერ ცვალებადია და მთლიანად დამოკიდებულია მიწისქვეშა წყლების რეჟიმზე, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი უბნების ჭაბურღილების წყლები ხასიათდებიან შედარებით მდგრადი ტემპერატურული რეჟიმით.

წყალშემცველი კომპლექსების ტემპერატურა მერყეობს 6-15°C ფარგლებში.

5.4

საბადოს დაძიების ხარისხი (სტადია) – საბადო შესწავლილია საძიებო-დაზვერვითი სამუშაოების დონეზე.

5.5

საბადოს (მადანგამოვლინების) შესწავლის ხარისხი – ცენტრალური უბნის ჭაბურღილების ჯამური დებიტი შეადგენს 13,4 მ3/დღ.ღ. ეს მარაგები ავტორების მიერ მიკუთვნებულია B კატეგორიისათვის. №№1-П, 5-П და 29 ჭაბურღილების მინიმალური ჯამური დებიტი შეადგენს 4,2 მ3/დღ.ღ-ში და მიკუთვნებულია C1 კატეგორიისთვის.

 

C1 კატეგორიისთვის მიკუთვნებულია, აგრეთვე, 30 ჭაბურღილის წყალი 21,6 მ3/დღ.ღ-ში რაოდენობით.

საბადოს ჯამური დებიტი შეადგენს 39,2 მ3/დღ.ღ-ში.

 

ზვარეს საბადოს მინერალური წყლების საექსპლუატაციო მარაგები მ.ს.კ-ს მიერ დამტკიცებული არ არის და იგი წარმოდგენილია P (პროგნოზული) მარაგების სახით.

 

5.6

მიწისქვეშა წყლების გამოყენების სფერო (ფაქტიური და შესაძლო) – ზვარეს ნახშირმჟავა მინერალური წყლის ჩამოსხმა დაიწყო 1936 წლიდან. მომავალშიც მისი გამოყენება შესაძლებელია იგივე მიზნებისათვის.

5.7

სალიცენზიო პირობები წიაღით (წყალი) სარგებლობისთვის

6

საბადოს საინჟინრო-გეოეკოლოგიური პირობების შეფასება

6.1

საბადოს მორფოლოგიური მდებარეობა და მისი შეფასება მორფოლოგიური თვალსაზრისით, სოფ. ზვარე და ის ტერიტორია, სადაც განთავსებულია მინერალური წყლების საბადო (12 ჭაბ.), მიეკუთვნება მდ. ზვარულას ღრმად ჩაჭრილი ხეობის ჭალის ტერასას. 8 ჭაბურღილი მდებარეობს მდ. ზვარულას მარცხენა ნაპირზე, 4 – მარჯვენაზე.

6.2

საბადოს და მიმდებარე ტერიტორიის ამგები ქანების ზოგადი საინჟინრო-გეოლოგიური მახასიათებლები საბადო და მისი მიმდებარე ტერიტორია აგებულია ზედა ცარცული ასაკის კლდოვანი კირქვებით, ბაზალტებით და ნახევრად კლდოვანი მერგელოვანი კირქვებით, გლაუკონიდური ქვიშაქვებით და მერგელებით, რომლებიც ზედაპირზე ძლიერ დანაპრალიანებულია.

6.3

საბადოს და მიმდებარე ტერიტორიის გეოდინამიკური ვითარება საბადოს ტერიტორიაზე განთავსებულ თორმეტივე ჭაბურღილს, რომლებიც მდებარეობენ მდ. ზვარულას ჭალის ტერასის უბნებზე, საშიში გეოლოგიური პროცესები არ ემუქრება.

6.4

საბადოს ექსპლუატაციის პროცესში მოსალოდნელი გეოეკოლოგიური გართულებები საბადოს თორმეტივე საექსპლუატაციო ჭაბურღილი კაპტირებულია, მოწყობილია თავმორთულობით და დაცულია სანიტარული ზონებით. საბადოს ექსპლუატაციის პროცესში გეოეკოლოგიური გართულებები მოსალოდნელი არ არის.

6.5

გეოდინამიკური გართულებების შემთხვევაში გასაჯანსაღებელი ღონისძიებების დასახვა ვინაიდან საბადოს ექსპლუატაციის პროცესში გეოეკოლოგიური გართულება არ არის მოსალოდნელი, შესაბამისად, არ არის საჭირო გასაჯანსაღებელი ღონისძიებები.