Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ,,ატენი" (,,ატენური")

გეოგრაფიული მდებარეობა მევენახეობის სპეციფიკური ზონა ატენი (ატენური) მდებარეობს შიდა ქართლში, გორის ადმინისტრაციულ რაიონში., თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე, მთისწინების გორაკ-ბორცვიან ზოლში ჩრდილო განედის 42031׀ და აღმოსავლეთ გრძედის 42054׀ კოორდინატებზე, მდინარე ატენურის მარცხენა და მარჯვენა მხარეს და ქმნის ორ ურთიერთ საპირისპირო (ჩრდილო-აღმოსავლეთის, სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის) დახრილობის ფერდობებსა და გავაკებებს, რომელიც მიმართულია მდინარე ატენურის აუზისაკენ.

მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 620 მეტრიდან 750 მეტრამდე სიმაღლის ფარგლებში და მოიცავს სოფლებს: პატარა ატენს, გარდატენს და დიდ ატენს.

კლიმატი - სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატურ ოლქს, რომელიც ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი კლიმატით ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით ხასიათდება.

მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2200-2300 საათის, სავეგეტაციო პერიოდში 1500-1700 საათს ჭარბობს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 10,70-ს, ყველაზე თბილი თვის _ აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,00-ს, ყველაზე ცივი თვის იანვარისა კი მინუს 1,50-ს აღწევს.

ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის შუა რიცხვებიდან (16.IV), ხოლო ქვევით დაცემა (25.IX) ოქტომბრის ბოლოს ხდება ამ პერიოდის ხანგრძლივობა 192 დღეს უდრის. 100-ზე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 34500-ს უახლოვდება.

შემჩნეულია, რომ მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდ. ტანას ქარებისაგან დაცულ ხეობაში ხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად საკმაო სითბო 650 მ სიმაღლემდე შესაძლებელია 75% წლებში, ე. ი. 10 წელიწადში 7-8-ჯერ, ხოლო საუკეთესო ხარისხის პროდუქციაა ჩინურისა და გორული მწვანისაგან მიიღება 25% წლებში, ე. ი. 4 წელიწადში ერთჯერ.

ქ. გორიდან სამხრეთით, მდ. ტანას ხეობაში, სიმაღლის მატებით ნალერქების წლიური ჯამი თანდათან კლებულობს და ატენში ზღვის დონიდან 620 მ სიმაღლეზე 560 მმ-ს უდრის. ნალექების საშუალო თვიური რაოდენობა უდიდესია (73 მმ) მაისში, უმცირესი (32 მმ) კი აგვისტოში. წლის თბილ პერიოდში ნალექებს 344 მმ-ზე მეტი არ მოდის. ჰიდროთერმული კოეფიციენტი ივლისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე (112 დღის განმავლობაში) 1-ზე ნაკლებია. განსაკუთრებული გვალვიანობით გამოირჩევა ივლისი და აგვისტო, როცა ვენახი ინტენსიურ რწყვას მოითხოვს. დანარჩენ თვეებში ნალექები იმაზე მეტია, რამდენიც ნიადაგიდან და მცენარეულობიდან შესაძლოა აორთქლდეს.

სეტყვიან დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2-ს უდრის. სეტყვა შედარებით ხშირად (0,8 დღე) მაისში მოდის.

გორის რაიონში, მდ. მტკვრის ხეობაში გაბატონებულ ჩრდილო-დასავლეთისა (44%) და მისი პერპენდიკულარული სამხრეთ-აღმოსავლეთის (41%) ქარები მდ. ტანას ხეობაში ნაკლები სიძლიერით ხასიათდება. თრიალეთის ქედის განშტოებები საცხენისისა და წერეთის ქედები მდ. ტანას ხეობას აღნიშნული მიმართულებებიდან ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან იცავენ. ქარები უმთავრესად ხეობის გასწვრივ ქრიან, რომლის სიღრმეში მათი სიძლიერე თანდათან მცირდება.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურების საშუალო, სანაპირო ზოლთან შედარებით გაზრდილია და მინუს 12-140ჩ-ის საზღვრებში იცვლება. ასეთ შემთხვევებში 10 წელიწადში მოსალოდნელია ყინვების 17-190ჩ-მდე დაცემა და მოზამთრე ერთწლიანი ნაზარდების მნიშვნელოვანი დაზიანება.

ნიადაგები - ძირითადად ნიადაგის ორი ტიპია წარმოდგენილი _ ყავისფერი და ალუვიური ნიადაგები. მცირე ლაქების სახით წარმოდგენილია დელუვიური და პროლუვიური ნიადაგებიც.

ნიადაგების პროფილის სისქე 0,7-1,5 მეტრის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. მექანიკური შედგენილობის მიხედვით ძირითადად მძიმე თიხნარებისა და მსუბუქ თიხებს მიეკუთვნებიან, სადაც ფიზიკური თიხის შემცველობა 40-70%-ის ფარგლებშია. თიხის რაოდენობა კი ძირითადად ლექის (<0,081 მმ) ფრაქციითაა გაზრდილი და ამიტომ ლექინ-ლამიანი ნიადაგების ჯგუფს მიეკუთვნებიან. კარბონატების მეტწილად მცირე რაოდენობით შეიცავენ და პროფილში 0,2-14,0%-ის ფარგლებში ცვალებადობს. ნიადაგის არეს რეაქცია (პH) სუსტი და საშუალო ტუტეა, პH-ის მაჩვენებელი 7,2-8,2-ის ფარგლებშია. ჰუმუსს საშუალოდ და მცირე რაოდენობით შეიცავეს და პროფილში 3,25-0,5%-ის ფარგლებშია. ჰიდროლიზური აზოტით მეტწილად ღარიბია, 100 გ ნიადაგში 6,0 მგ-ს არ აღემატება. გამონაკლის შემთხვევებში კი საშუალოდაა წარმოდგენილი და 7-10 მგ-ს შეადგენს 100 გ ნიადაგში. საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავს ხსნად (შესათვისებელ) ფოსფორს და 6,0-1,2 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ზოგიერთ შემთხვევებში კი მხოლოდ კვალის სახითაა წარმოდგენილი. გაცვლითი კალიუმს საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ და ნიადაგის საპლანტაჟო ფენაში 46,0-9,2 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. შთანთქმული ფუძეების ჯამი (ჩა+Mგ) საშუალო და მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და 20,0-54,3 მილიექვივალენტის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ჯამიდან გაცილებით მეტი პროცენტი მოდის შტანთქმულ კალციუმზე, მაგნიუმი კი გაცილებით მცირეა.

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

,,ატენის (ატენურის) დასახელების ღვინის საწარმოებლად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რეკომენდირებულია შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

ჯიში ჩინური

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 640-830 მეტრამდე
დარგვის სქემა: 2,5 X 1,5 2,0 X 1,5
შტამბის სიმაღლე: 90-100 სმ
სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი
დატვირთვის ნორმა: 1მ2 7-10 კვირტი
მოსავალი: ჰა-ზე 8-9 ტ

ჯიში გორული მწვანე

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 640-830 მ-მდე
დარგვის სქემა: 2,5 X 1,5 2,0 X 1,5
შტამბის სიმაღლე: 90-100 სმ
სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი, თავისუფალი
დატვირთვის ნორმა: 1მ2 8-10 კვირტი
მოსავალი: 8 ტ/ჰა-ზე

ჯიში ალიგოტე

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 640-850 მ-მდე
დარგვის სქემა: 2,5 X 1,5 2,0 X 1,5
შტამბის სიმაღლე: 90-100 სმ
სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი, თავისუფალი
დატვირთვის ნორმა: 1მ2 8-10 კვირტი
მოსავალი: 8 ტ/ჰა-ზე

ნიადაგის მოვლა-დამუშავება:

ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა და კულტივაცია. სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.

ურწყავში ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება.

განოყიერება

ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგლამენტებით.

ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ნაცარი, ჭრაქი
მავნებლები: ვაზის ცრუფარიანა, ყურძნის ჭია.
ბრძოლის ღონისძიებები: საქართველოში რეგისტრირებული, შესაბამისი კონტაქტური და სისტემური პრეპარატების გამოყენება.

 

ჯიში ჩინურის, გორული მწვანისა და ალიგოტეს
სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ჩინური - ქართული აბორიგენული მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც ლიტერატურაში ატენურის სახელითაც არის ცნობილი. სამეურნეო დანიშნულების მიხედვით იგი მიეკუთვნება სუფრის ღვინისა და ცქრიალა ღვინომასალების მიმართულების ყურძნის ჯიშთა ჯგუფს. ახასიათებს საგვიანო სიმწიფის პერიოდი და საშუალოზე ძლიერი ზრდა.

საშუალო მოსავალი 8-9 ტ/ჰა-ზე. მწიფე ყურძენში შაქრიანობა _ 170-205 გ/დმ3, მჟავიანობა 7-8 გ/დმ3. მტევნის საშუალო წონა 172-185 გ-მდე.

გორული მწავნე - გორული მწვანე ქართული მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია, საგვიანო სიმწიფის პერიოდის. სხვა ჯიშებისაგან განსხვავებით აგროვებს შედარებით მეტ შაქარს.

ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. საშუალო მოსავალი 8 ტ/ჰა-ზე, მწიფე ყურძენში შაქრიანობა 216 - 225 გ/დმ3 აღწევს, ხოლო მჟავიანობა 9,1-10,0 გ/დმ3.

ალიგოტე ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით მისი პროდუქცია განკუთვნილია მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინისა და ცქრიალას ღვინოების მისაღებად.

სიმწიფეში შედის სექტემბრის პირველ ნახევარში. საშუალო ზრდის სიძლიერის. საჰექტარო მოსავალი 8-9 ტონას აღწევს. მტევნის საშუალო წონა 125-130 გ, შაქრიანობა 200-210 გ/დმ3, ხოლო მჟავიანობა 8,5-9 გ/დმ3 შეადგენს.

ღვინო ატენი (,,ატენური) - ,,ატენი (ატენური) - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ცქრიალა ღვინოა. იგი მზადდება ჩინურისა და გორული მწვანის ყურძნისაგან (აგრეთვე რეკომენდირებულია ალიგოტეს ჯიშის ყურძენი) ღვინომასალების მეორადი დუღილით.

ღვინო ,,ატენი (,,ატენური) ხასიათდება ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ენერგიული თამაშით.
ღვინო ,,ატენის (,,ატენურის) ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობით სპირტშემცველობა, % _ 11,5
შაქრების მასური კონცენტრაცია:
ძლიერ მშრალი არაუმეტეს 3,0 გ/დმ3,
მშრალი - 20-35 გ/დმ3,
ნახევრადმშრალი - 35-50 გ/დმ3,
ნახევრადტკბილი - 50-80 გ/დმ3,
ტკბილი - 80 გ/დმ3 და მეტი
ტიტრული მჟავიანობა 6,0-7,0 გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა - არა უმეტეს 1,0 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 16 გ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისს #1493/1999 დადგენილებას.

სპეციფიკური ზონის ფართობი

,,ატენის (,,ატენურის) სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 14,5 კმ2.

ატენის ხეობაში ღვინის დამზადების თვითმყოფადი ისტორიული და თანამედროვე ტექნოლოგიათა ურთიერთშეჯერება, ხელშემწყობი ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები (მაღალმთიანი სისტემების ზეგავლენა ტემპერატურულ პირობებზე) აბორიგენული ჯიშების თვისებები უზრუნველყოფს ქართული ტრადიციული ცქრიალა ღვინო ,,ატენის (,,ატენურის) წარმოებას.


tag: