Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ღვინო წინანდალი


ადგილწარმოშობის დასახელება „წინანდალის“


ღვინო ,,წინანდლის“ წარმოების მიკროზონა


გეოგრაფიული დებარეობა მევენახეობის სპეციფიკური ზონა წინანდალი მდებარეობს თელავის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე. მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ერთი მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ მთისწინებსა და ალაზნის დაბლობს. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მეტრი სიმაღლის ფარგლებში.



ღვინო ,,წინანდლის წარმოების სანედლეულო ბაზა მოიცავს შემდეგ სოფლებს:     აკურა, ვანთა, ბუშე, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი, გულგულა, იყალთო, რუისპირი. 


კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2300 საათს აღემატება. მიკროზონაში მზის პირდაპირი რადიაციის წლიური ჯამი პერპენდიკულარულ ზედაპირზე 130 კკალ/სმ2, ხოლო სხივებისადმი ჰორიზონტალურ ზედაპირზე 76 კკალ/სმ2 უდრის. თბილ პერიოდში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 92 და 60 კკალ/სმ2 ფარგლებში მერყეობს. გაბნეული რადიაცია წლიურად 54 კკალ/სმ2, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 40 კკალ/ სმ2 აღწევს. ჯამური რადიაციის წლიური მნიშვნელობა 130 კკალ/სმ2-ია, ხოლო თბილ პერიოდში 100 კკალ/სმ2 უდრის. მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,40 უდრის. ყველაზე თბილ თვეებში - ივლისში და აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 23,20, ყველაზე ცივი თვის - იანვრის ტემპერატურა კი +0,90-ია. წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო -100, აბსოლუტური მაქსი­მუმებიდან საშუალო კი 350 უდრის. ექსტრემალური ტემპერატურები -230 _ +380-ის ფარგლებშია. მხარის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის I დეკადაში (8.IV-დან) აღინიშნება, 100-ზე ქვევით ტემპერატურა ნოემბრის პირველ რიცხვებში (3.XI-დან) ეცემა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა უდრის 208 დღეს. აქტიურ ტემპე­რატურათა ჯამი  550 სიმაღლეზე 38000 აღწევს.


წინანდლის მიკროზონაში მოწმენდილ დღეთა წლიური რიცხვი (ღრუბლიანობა 0-2 ბალი) საერთო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის შესაბამისად 52-82- შეადგენს. სავეგეტაციო პერიოდში მოწმენდილი დღეები აღნიშნული ღრუბ­ლიანობის თანმიმდევრულად 36 და 55 უდრის. წლის განმავლობაში მოღრუბლული დღეები (8-10 ბალი) საერთო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის შესაბამისად 122 და 95- უდრის, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში აღნიშნულ ღრუბლიანობათა დღეები შესაბამისად 61 და 45- შეადგენს. მიკროზონაში ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 845 მმ, სავეგეტაციო პერიოდში 644 მმ უდრის. წლიური ნალექებიდან მაქსიმუმი (157 მმ) მაისში, მინიმუმი (28 მმ) იანვარში აღინიშნება. ვაზის კვირტის გაშლა (რქაწითელი, საფერავი, კაბერნე) აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება, ხოლო სიმწიფეში აგვისტოს შუა რიცხვებიდან შედის. ხარისხოვანი ევროპული ტიპის სამარკო ღვინის დასამზადებლად ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში უნდა დაიკრიფოს.


წინანდლის მიკროზონაში (300-750 სიმაღლის ფარგლებში) აქტიური სითბოს ჯამი 4100-35000 შორის იცვლება. აქ გავრცელებული ვაზის ჯიშებიდან ევროპული ტიპის საუკეთესო ხარისხის სუფრის ღვინოს (300-450 სიმაღლის ნაკვეთებიდან) მივიღებთ 75%-35%-ის ფარგლებში. .. 10 წელიწადში დაახლოებით 7-4-ჯერ. აღნიშნულ სიმაღლეებზე კარგი ხარისხის პროდუქცია თითქმის ყოველწლიურად (80-90%) იწარმოება.


500-550 მეტრი სიმაღლის ნაკვეთებზე უმაღლესი ხარისხის ღვინომასალა იწარმოება 10 წელიწადში 2-ჯერ (20%), მაშინ, როცა კარგი ხარისხის პროდუქციის მიღება შესაძლოა 10 წელიწადში 5-ჯერ (50%). 600-650 მეტრ სიმაღლის ნაკვეთებზე კი კარგი ხარისხის პროდუქცია მიიღება 10 წელიწადში 2-ჯერ (20%).


წინანდლის  მიკროზონაში სეტყვიანი დღეები ხშირია (წელიწადში საშუალოდ 2-3). წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად სეტყვა მოდის მაისში და ივნისში (0,7 და 0,8). განსაკუთრებულად სეტყვიან წლებში კი შესაძლოა მოვიდეს 9-ჯერ.


ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა საშუალოდ 70% უდრის. ჰაერის ტენით გაჟღენთილობა ყველაზე ნაკლებია აგვისტოში (60%), ყველაზე მეტი კი ნოემბერში (77%). მიკროზონაში ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (35%) და აღმოსავლეთის (23%) რუმბის ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,7 /წმ უდრის. ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი მიკროზონაში დიდი არ არის (10). მრავალწლიური მონაცემების მიხედვით, ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო -10, -110 უდრის. ათ წელიწადში ერთხელ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის მცირე ხანგრძლივობით -150-მდე დაცემა, რაც ვაზის სანაყოფე კვირტებს მხოლოდ სუსტად (< 30%) დააზიანებს.


ნიადაგი - 2005 წლის ივნის-ივლისის თვეში საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნიადაგმცოდნე სპეციალისტებმა, მიკროზონის ნიადაგური საფარის შესწავლის მიზნით, საკვლევ ტერიტორიაზე ჩაატარეს ნიადაგების კვლევის საველე და კამერალური სამუშაოები. ნიადაგების ანალიზური სამუშაოები ჩატარდა ამავე ინსტიტუტის აგროქიმიის ლაბორატორიაში.


გამოკვლევების შედეგად შესწავლილ ტერიტორიაზე გამოიყო შემდეგი ძირითადი ნიადაგური ტიპები:


  1. ტყის ყავისფერი, დიდი სისქის, საშუალო და ძლიერ ხირხატიანი, მძიმე თიხნარი;

  2. ყავისფერი, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი, თიხნარი და თიხიანი;

  3. ყავისფერი, საშუალო სისქის, სუსტად ხირხატიანი, მძიმე თიხნარი;

  4. მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და თიხიანი;

  5. მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად და საშუალოდ ხირხატიანი, თიხნარი;

  6. დელუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, მსუბუქი და მძიმე თიხნარი;

  7. ალუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი;

  8. ალუვიური, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი;

  9. ალუვიური, დიდი სისქის, ძლიერ ხირხატიანი, თიხნარი.

     

    პირველი სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. ვანთის, სოფ. აკურის (ნაკ. ნასახლარები”), სოფ. კისისხევში (ნაკ. არხის ზემოთ”) მაგალითზე.

    მეორე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. ბუშეტის (ნაკ. რკინიგზის ქვემოთ თეთრ ხიდთან”), სოფ. შალაურის (ნაკ. ტრასის ქვემოთ”), სოფ. ვაჩნა­ძიანის (ნაკ. ხრამიწები”) მაგალითზე.

    მესამე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. შალაურის (ნაკ. ,,დიდი ვერხვის ადგილები) მაგალითზე.

    მეოთხე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. წინანდლის (ნაკ. ,,თელიანი), სოფ. ქვემო ხოდაშენის (ნაკ. ნაფარეხლები”), სოფ. კურდღელაურის (ნაკ. ბეღანაფშები”) მაგალითზე.

    მეხუთე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. ქვემო ხოდაშენის (ნაკ. დიდი ვენახები”) მაგალითზე.

    მეექვსე და მეშვიდე სახესხვაობის ნიადაგები წარმოდგენილია ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებიდან ალაზნის ვაკისკენ გარდამავალ ზოლში.

    მერვე და მეცხრე სახესხვაობის ნიადაგები უშუალოდ ალაზნის ტერასის მიჯნაზე მდებარეობენ.

    მიკროზონის ზედა ნაწილში წარმოდგენილი ყავისფერი ნიადაგები (თავისი სახესხვაობით) საშუალო და ღრმა პროფილით ხასიათდებიან. ქვედა ზოლში გავრცელებული ალუვიური, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიურ-პრო­ლუვიური ნიადაგები უფრო ღრმა პროფილით და სხვადასხვა ხირხატიანობით ხასიათდებიან. ნიადაგის პროფილის სისქე ზედა ნაწილში, სადაც ყავისფერი ნიადაგებია წარმოდგენილი, 70-100 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-50 სმ-ის ფარგლებში. ზონის ქვედა ნაწილში, სადაც ალუვიური, ალუვიურ- პროლუვიური და დელუვიურ-პროლუვიური ნიადაგებია წარმოდგენილი პროფილი უფრო ღრმაა 100-150 სმ- აღემატება, აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 40-50 სმ-ია. მექანიკური შედგენილობით ნიადაგები ძირითადად საშუალო და მძიმე თიხნარი შედგენილობით ხასიათდებიან, მცირე მონაკვეთებზე კი მსუბუქი თიხიანებიცაა წარმოდგენილი. ჰუმუსი მცირე რაოდენობითაა 1,0-2,5%-ის ფარგლებში, ჰიდროლიზური აზოტის, ხსნადი ფოსფორის და გაცვლითი კალიუმის შემცველობა დაბალია, კალციუმის კარბონატებს ნიადაგები მცირე და საშუალო რაოდენობით შეიცავენ, 2,5-16,0%-ის ფარგლებში, ნიადაგის არეს რეაქცია (pH) საშუალო ტუტეა. მიკროზონაში წარმოდგენილი ნიადაგები ექსპოზიციით (ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი), კალციუმის კარბონატების შემცველობით, ხირხატიანობით და კლიმატური ფაქტორების ერთობლიობით კარგ პირობებს ქმნიან წინანდლის დასახელების ღვინის მისაღებად. ძირითადი გავრცელებული ვაზის ჯიშებია: რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე.

     

    აგროტექნოლოგიური რეგლამენტები - წინანდლის დასახელების ღვინის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები:

     

    ჯიში რქაწითელი

    გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 300-600 მეტრამდე.

    დარგვის სქემა: 2,35  X 1,30 2,5 X 1,5 .

    შტამბის სიმაღლე:80-100 სმ-მდე.

    სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.

    დატვირთვის ნორმა 12-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
    მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.

     

    ჯიში კახური მწვანე

    დარგვის სქემა: 2,5 X 1,5 2,35 X 1,30 .

    შტამბის სიმაღლე: 70-100 სმ-მდე.

    სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.

    დატვირთვის ნორმა 12-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.

    მოსავალი: 1 ჰა-ზე 6-7 ტონა.

    გადაუდებელი აგროღონისძიება: გასხვლისას დატოვებული კვირტებისა და მოსავლიანი ყლორტების ნორმირება დადგენილი აგრორეგლამენტების ფარგლებში _ რეგლამენტირებული მოსავლის მისაღებად.

     

    ნიადაგის მოვლა-დამუშავება

    ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები. ნიადაგის მინიმალური დამუშავება _ ჰერბიციდების პერიოდულად გამოყენების ფონზე. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. ურწყავში - ნიადაგის ზედაპირის სარეველებისგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება. შესაძლებლობის ფარგლებში, ნიადაგის მულჩირება ორგანული მასითა და სინთეტური საშუალებით.

     

    განოყიერება

    ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ­ლა­მენტებით.

     

    ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

    ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები.

    მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.

    ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქ­ტური და სისტემური პრეპარატებით.

    დამატებითი აგროღონისძიება ნაცრის წინააღმდეგ დამატებითი წამლობების ჩატარება.

     

     

     

    სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

     

    რქაწითელი თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ის გავრცელებულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, რაც განპირობებულია მისი ფართო ეკოლოგიური პლასტიურობით და უნივერსალური სამეურნეო-ტექნო­ლოგიური თვისებებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 -მდე). საშუალო მოსავალი ჰექტარზე 90-100 ცენტნერი.

    მოცემულ მიკროზონაში მწიფე ყურძენში შაქრიანობა 240 /დმ3- აღწევს, 7,8 /დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით. წინანდლის დასახელების ღვინომასალის მისაღებად ყურძენი იკრიფება, როცა მასში შაქრის კონცენტრაცია 20-21% მიაღწევს.

     

    კახური მწვანე  თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა, საშუალო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 172 -ია, ხოლო საშუალო მოსავალი ჰექტარზე 6-7 . ჯიშს ახასიათებს შაქრის დაგროვების (200-220 /დმ3) საკმაოდ დიდი უნარი, ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებით (6,0-7,8 /დმ3). ჯიშის დამახასიათებელ თვისებად უნდა ჩაითვალოს მისი განსა­კუთრებული მგრძნობიარობა ნაცრისადმი.

     

     

     

    ღვინო ,,წინანდალი’’

     

    ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინო ,,წინანდალი’’ მზადდება რქაწითელის და კახური მწვანე ჯიშების ყურძნიდან (15%-მდე).

    ღვინო ,,წინანდალი’’ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმო­ნიული, სრული, დახვეწილი, განვითარებული ბუკეტით, ჯიშური რომატით.



    ღვინო ,,წინანდლის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ

    მაჩვენებლებს:

    მოცულობითი სპირტშემცველობა, არანაკლებ % - 10,5

    შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 3 /დმ3

    ტიტრული მჟავიანობა  5,5 _ 7,5 /დმ3

    აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,0 /დმ3

    დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არანაკლებ 16 /დმ3

    გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია არაუმეტეს 210 მგ/დმ3

    თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია არაუმეტეს 30 მგ/დმ3

     

    დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის #1493/1999 დადგენილებას.

     

     

     



tag: