Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "ყვარელი

 

გეოგრაფიული მდებარეობამევენახეობის სპეციფიკური ზონა "ყვარელი” მდებარეობს შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი), მდინარე ბურსას მარ­ც­ხენა სანაპიროზე, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კახეთის კავკა­სიო­ნის სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილო განედის 41058' და აღმოსავლეთ გრძედის 45050'კოორდინატებზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 450 მ სიმაღლეზე. ბარისძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდი­ლო­ეთისაკენ მაღლდება – გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავ­კასიონის ძირზე.

კავკასიონიდან ჩამონადენი პატარა შენაკადები: ბურსა და ჩაგურგულაწყალი ალაზანთან შეერთების ადგილზე ქმნიან მძლავრ გამონაზიდ კონუსებს. იგი მოიცავს სოფლებს: კუჭატანი, გავაზი, ჭიკაანი, ახალსოფელი და მთის ძირი.

 

კლიმატიამინდის ფორმირებას ძირითადად განაპირობებს სუბ­ტრო­პი­კულ და ზომიერ განედებში განვითარებული, მაღალმთიანი სისტემების ზე­გავ­ლე­ნით გარდაქმნილი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გადმონაცვლებული ჰა­ე­რის მასები. მდ. ალაზნის ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გახსნილობისა და დანარჩენი მხარეებიდან მთებით ჩაკეტილობის გამო, აქ გაბატონებულია ხე­ო­ბის გასწვრივ _ ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი მი­მარ­თუ­ლების ჰაერის მასები. ხეობის თავისებური ჩაკეტილობის შედეგად, აქ ქარის სიჩ­ქარე დიდი არ არის.

დასახელებული პროცესების ზეგავლენით ტერიტორია ხა­სი­ა­თ­­­დება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცი­­ვი ზამ­თრით.

მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2050 საათს აღწევს. მზის ჯამო­ბ­რი­ვი რადიაცია მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს უფრო ნაკლებია, ვიდრე მარჯვნივ. ჯამური რადიაციის წლი­ური მნიშვნელობა 120 კკალ/სმ2, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 97 კკალ/სმ2 შეად­გენს. პირდაპირი რადიაციის ჯამი 51 კკალ/სმ2, ხოლო გაბნეული – 46 კკალ/სმ2.

საშუალო წლიური ღრუბლიანობა 50-55%-ია. ყურძნის მარცვლების ფორმირებისა და სიმწიფის პერიოდებში ცის თაღის ღრუბლებით დაფარულობა დიდი არ არის (18-20 დღე), ხოლო მოწმენდილი დღეების რაოდენობა ზომიერია (15-16 დღე).

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,50-ს უდრის. უცივესი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +1,00-ია. უთბი­ლესი თვეების – ივლისისა და აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,60 აღწევს. ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა უთბილეს თვეებში 8,5 – 9,50, ხოლო სექტემბერში 80-ზე მაღალი არ არის. წლიური ამპლიტუდა კი 230 აღწევს.

ჰაერის წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო _ 110ჩ, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი – 230 აღწევს. 10 წელიწადში ერთჯერ მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა -160-მდე დაეცეს.

აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 350-ია, ხოლო აბსოლუტური მაქ­სი­მუ­მი  380. აქ ვაზის  ზრდა-განვითარებისათვის საზიანო მა­ღა­ლი (> 380) ტემპერატურა მცირე ალბათობით 5 %  წლებს არ აღემატება.

       ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურის  100-ზე  ზევით გადასვლა აღი­ნიშნება 5 აპრილს, ხოლო ამ ტემპერატურაზე ქვევით დაცემა 4.XI-ს. ე.ი. თბილი პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 212 დღეს.

       შემოდგომის პირველი წაყინვები 21 ნოემბერს იწყება. 10 წელიწადში ერთჯერ პირველი წაყინვები შესაძლოა  ადრე – ოქტომბრის  ბოლო რიცხვებში დაი­წყოს, გაზაფხულზე ბოლო წაყინვები საშუალოდ  26 მარტს წყდება. 10 წელი­წადში ერთჯერ საგვიანო წაყინვები შესაძლოა აპრილის შუა რიცხვე­ბამ­დეც გაგრძელდეს, თუმცა ასეთი შემთხვევა ძალზე იშვიათია.

       არსებულ ფართობებზე, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (Sტ > 100ჩ) თანმიმდევრულად 4100-37000  ფარგლებში იცვლება.

შემოდგომა  საკ­მა­ოდ თბილია. სექტემბრის თვის საშუალო ტემპერატურა 190ჩ აჭარბებს.

       ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე, ზაფხულში და შე­მო­დგომით ჰაერის თბილი მასების დამატებით შემო­დი­ნე­ბა ხდება აზერბაიჯანის ტერი­ტო­რიიდან, ივრის ზეგნის  გავლით.  ამიტომ აქ უფრო თბილა, ვიდრე მარჯვენა სანაპირო ზოლში. ყვარელში აღნიშნული პროცესის გადანაცვლებას წინ კედლად ეღობება ციცკანაანთ ტყიანი სერი.

ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1070 მმ-ს შეად­გენს. ნალექების მინიმალური რაოდენობა (40 მმ) მოდის ზამთარში – (იანვარი), მე­ორე მინიმუმი (81 მმ) აღინიშნება აგვისტოში. ნალექები მაქსიმუმს (181 მმ) აღ­წე­ვს ივნისში., მეორე მაქსიმუმი (90 მმ) სექტემბერში. ნალექების საე­რ­თო რაოდენობიდან თბილ პერიოდში (IV – X) 805 მმ, ცივ პერიოდში კი (XI –III) 265 მმ მოდის. ნალექიან დღეთა რიცხვი წელიწადში 132-ს უდრის. წლიური  მაჩვენებლის მიხედვით ტენის ბალანსი უარყოფითია ივლის-სექტემბრის თვეებში. ნაყოფის ზრდის პერიოდში (15. IV-დან 15.VIII-მდე) მოდის 540 მმ-მდე ნალექი. ამგვარად როგორც ყვავილობამდე, ისე ნაყოფის ფორმირებისა და მათი მომწიფების პერიოდებში, ანომალური შემთხვევების გარდა, ვაზი მორწყვას არ საჭიროებს.

ჰაერის შეფარდებითი სინოტივე წლიურად 72 % უდრის. ტენით ჰაერის გა­ჯე­რება ყველაზე ნაკლებია ზაფხულში – (ივნისი, ივლისი, აგვისტო) – 66-64 %, შე­დარებით მეტია (80 %) შემოდგომის დასასრულს და ზამთრის დასაწყისში. სეტ­ყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,1 უდრის, წლის გან­მავ­ლო­ბაში  ყველაზე სეტყვიანი მაისია (0,9 დღე). აპრილში, ივნისში და ივლისში სეტ­ყვა თანმიმდევრულად  0,3-0,3 და 0,3 დღის განმავლობაში მოდის.

თოვლის საფარი დეკემბრის ბოლო დეკადაში (25.XII) იქმნება, რომელიც მარ­ტის შუა რიცხვებში ქრება.

რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ძლიერი და ხშირი ქარები იშვიათია. უქარო დღეების განმეორება 43 % უდრის. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,2 მ/წმ უდრის, შედარებით მაღალია მარტ-აპრილში /1,5-1,4 მ/წმ/,  ძლიერ ქარიან />15 მ/წმ/ დღეთა რიცხვი საშუალოდ 26 უდრის.  ასეთი ქარიანი დღეები აპრილსა და მაისში 6, ივნისში კი 4-ს აღწევს. ყვარლის მეტეოროლოგიური სადგურის  მონაცემების მიხედვით, ზონაში ძირითადად გაბატონებულია ჩრდილოეთის (28 %), შემდეგ  ჩრდილო-აღმოსავლეთის (16 %)  და  სამხრეთის (15 %) ქარები. ღამით, მზის ამოსვლამდე კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან  დაშვებული ცივი ჰაერის მასები ზამთრის ყინვებისა და გაზაფხულის წაყინვების საშისროებას აძლიერებს.

 

ნიადაგებიწარმოდგენილია ალუვიური ნიადაგების ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ხირხატიანობის ხარისხით, მექანიკური შედგენილობით, დაჭაობებისა და ჭარბტენიანობის მიხედვით. აღნიშნული ნიადაგების წარმოქმნა-ჩამოყალიბებაში ძირითადი როლი მდინარე ალაზნისა და მისი შენაკადები მდინარეების ბურსის, შოროხევის, ავანისხევის და ინწობის მიერ კავკასიონის სამხრეთ კალთებიდან ჩამოტანილი ნაშალი მასალებზეა განვითარებული.

წარმოდგენილია ალუვიური ნიადაგების 7 სახესხვაობა:

1. ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, თიხნარი;

2. ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი;

3. ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი,

  თიხნარი და სილნარი;

4. ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, ძლიერ ხირხატიანი, თიხნარი და

სილნარი;

5. ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, 80 სმ-ის სიღრმიდან გრუნტის

   წყლის დგომით, თიხნარი;

6. ალუვიური უკარბონატო, დიდი და საშუალო სისქის, ჭარბტენიანი,

  მძიმე თიხნარი;

7. ალუვიური უკარბონატო, დიდი და საშუალო სისქის, დაჭაობებული, 

  თიხნარი.

პირველი ოთხი სახესხვაობის ნიადაგები ღრმა სისქის პროფილით ხასიათდებიან და პროფილის სისქე 1,5 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60 სმ-ის ფარგლებშია. ნიადაგის პროფილში გენეზისური ჰორიზონტების დიფერენცირება სუსტადაა გამოხატული. ხასიათდებიან თიხნარი მექანიკური შედგენილობით. მესამე და მეოთხე სახესხვაობის ნიადაგების ქვედა ფენები კი სილნარი მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან. განსხვავებით მეორე სახესხვაობის ნიადაგისათვის დამახასიათებელია სუსტი ხირხატიანობა, მესამე სახესხვაობისათვის ძლიერი ხირხატიანობა. ხასიათდებიან ფხვიერი აგებულებით. მეხუთე სახესხვაობის ნიადაგი 80 სმ-ის სიღრმიდან ხასიათდება გრუნტის წყლის დგომით 50-60 სმ-ის სიღრმიდან კი შეიმჩნევა ჭარბტენიანობა. მექანიკური შედგენილობით კი თიხნარებს მიეკუთვნება. სხვა მორფოლოგიური ნიშნებით მსგავსია პირველი სახესხვაობის ნიადაგისა. მეექვსე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება დიდი და საშუალო სისქის პროფილით. სადაც პროფილის სისქე 70-100 სმ-ის ფარგლებში, ხოლო აქაური ჰუმუსიანი ფენა 50-60 სმ-ის შეადგენს. ხასიათდება მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით და ჭარბ­ტე­ნიანობით. მეშვიდე სახესხვაობის ნიადაგი ზედაპირიდანვე დაჭაო­ბე­ბუ­ლია.

ზემოთ დასახელებული ნიადაგები ძირითადად თიხნარი მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან, ზოგიერთ მონაკვეთზე კი ქვედა ფენებში სილნარია. ჰუმუსის შემცველობა ნიადაგის აქტიურ ფენაში (50-60 სმ სიღრმეზე) საშუალო და მცირე მაჩვენებლით ხასიათდებიან და 1,5-3,5%-ის ფარგლებშია, ქვედა ფენებში კი ყველგან მცირეა. ჰიდროლიზური აზოტით კი საერთოდ ღარიბია და ძირითადად 3,36-5,02 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. გამონაკლის შემთხვევებში კი საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება და 5,3-7,2 მგ-ს შეადგენს 100 გ ნიადაგში. ძალზე ღარიბია ხსნადი ფოსფორის შემცველობით და 1,23 მგ-ს არ აღემატება 100 გ ნიადაგში, მეტწილად კი კვალის სახითაა წარმოდგენილი. ასევე დაბალია გაცვლითი კალიუმის შემცველობაც და 17,0-2,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. კალციუმის კარბონატებს მეტწილად არ შეიცავენ, გამონაკლის შემთხვევებშია ქვედა ფენებში მცირე რაოდენობით წარმოდგენილი და 2,0-5,0%-ის ფარგლებშია. ნიადაგის ხსნარის რეაქცია (პH) კი ნეიტრალური და სუსტი ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი 5,8-7,6-ის ფარგლებშია. შთანთქმული ფუძეების ჯამი (ჩა+Mგ) დაბალი და საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება და 17,63-33,4 მილიექვივალენტის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ჯამიდან დიდი პროცენტი შთანთქმულ კალციუმზე მოდის, მაგნიუმი კი გაცილებით მცირეა.

 

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

«ყვარლის” დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

 

ჯიში საფერავი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ. 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 12-ზე: 8-10 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 7-8 ტონა.

 

გადადუდებელი აგროღონისძიება

 მოსავლიანი ყლორტების დანორმება და ყვავილობის დაწყების წინა ფაზაში წვერების წაწყვეტა.

 

ნიადაგის მოვლა-დამუშავება

  ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.

 

 

განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ­ლა­მენ­ტე­ბით.

 

ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, ყურძნის სიდამპლე.

მავნებლები: ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.

 

საფერავის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

 

 

საფერავი _ ქართული, ფერადყურძნიანი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია. მისგან დამზადებული ღვინო ინტენსიური მუქი წითელი ფერისაა, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სისრულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტითა და მაღალი გემური თვისებებით.

მტევანი საშუალოზე დიდია და მისი წონა 140-145 გ აღწევს. სიმწიფეში მუქი ლურჯია, ხორციანი, წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება. ვაზის საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, კონდიციური პროდუქციის მისაღებად საჰექტარო მოსავალი 7-8 ტ ფარგლებში მერყეობს.

მწიფე ყურძენში შაქრიანობა 200-260 გ/დმ3-მდე აღწევს 7,5-8,5 გ/დმ3 მჟავიანობით.

 

ღვინო  "ყვარელი _ ადგილწარმოშობის დასახელების კონტ­რო­­ლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა. ღვინო მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, დურდოს სრული დადუღებით.

ღვინო "ყვარელი” ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტულობით, ჰარმონიულობით, განსაკუთრებული ბუკეტით.

ღვინო "ყვარელის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა, % _ 10,5-12,0

შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 4 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა _ 5,5 _ 7,0 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,2 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.

 

სპეციფიკური ზონის ფართობი

 

 "ყვარლის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით              100 კმ2.

ჯიში საფერავის უნიკალური თვისებები, კავკასიონის მთიანეთის ზეგავლენით შექმნილი მიკროკლიმატი, მდინარე ბურსასა და ჩაგურგულაწყლის გამონაზიდი განსაზღვრავს ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო "ყვარელის” წარმოებას.

 


tag: