Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ღვინო მუკუზანი


ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანის“


 


  ღვინო ,,მუკუზანის წარმოების მიკროზონა


 


გეოგრაფიული მდებარეობა.  მევენახეობის სპეციფიკური ზონა მუკუზანიმდებარეობს  აღმოსავლეთ საქართველოში,  შიდა კახეთში, გურჯაანის  მუნიცი­­პალიტეტში. იგი განთავსებულია  მდ. ალაზნის ხეობის მარჯვენა სანაპიროზე,  ცივ-გომბორის  ქედის  ჩრდილო-აღმოსავლეთ  დაქანებაზე,  ზღვის დონიდან  400 – 650 მ სიმაღლის  ფარგლებში.  ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და აღმოსავლეთისკენ  ზონის ტერიტორია წარმოადგენს სუსტად და საშუალოდ დაქანებულ ფერდობებს და შლეიფებს, სუსტი ტალღისებური ზედაპირით, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გავაკებაში გადადის და ემიჯნება ალაზნის პირველ ტერასას, ჭერმის ხევის და ფაფრისხევის გაყოლებით. ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით კი გრძელ­დება მდ. ალაზნის დინების შუა წელში, ცივ-გომბორის ქედის 5-60 დაქანების ერთ-ერთ შლეიფზე მდებარე სავენახე ფართობებზე.


ღვინო ,,მუკუზანი’’-ს სანედლეულო ბაზა მოიცავს სოფლებს: მუკუზანი, ზეგაანი, ჩუმლაყი, ახაშენი, ველისციხე, ვაზისუბანი,  შაშიანი, კალაური, შრომა და კახიფარის ტერიტორიებს.


კლიმატი. მუკუზნის სპეციფიკურ ზონაში  კლიმატი ზომიერად ნოტიოაცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული, აღმო­სავლეთიდან და დასავლეთიდან გადმონაცვლებული ატმოსფერული პროცესები. რანაკლები  მნიშვნელობა ენიჭება ასევე ადგილმდე­ბარე­ობის რელიეფური  პირობების გავლენით წარმოქმნილ პროცესებს, კერძოდ, კახე­თის  კავკა­სიონის მყინვარებით დაფარული მაღალი მწვერვალებიდან დაშვე­ბუ­ლი ცივი ჰაერის მასების ზემოქმედებას.


 მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა მუკუზნის სპეციფიკურ ზონაში მერყეობს 2150- 2200 საათ ფარგლებში, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1610 საათს აღწევს. მზის პირდაპირი რადიაცია მოსული ჰორიზონტალურ ზედაპირზე წლიურად შეადგენს 70-75 კკალ/სმ2, გაბნეული რადიაცია 50-54 კკალ/სმ2, მზის ჯამობრივი რადიაცია  წლიურად 120-130 კკალ/სმ2. მზის ნათების არსებული რაოდენობის შეფარდება მის შესაძლო რაოდენობასთან ზაფხულის თვეებში და სექტემბერში საშუალოდ მეტად მაღალია და 68%- უდრის.


ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 120-ია. ყველაზე ცივი თვის იანვრის საშუალო ტემპერატურა +1,10, ყველაზე თბილი თვეებისივლისი და აგვისტო კი _ ერთმანეთს უახლოვდება და 23,1–22,90 უდრის. ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -100, აბსოლუტური მინიმუმი -230 აღწევს. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 340, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 380 უდრის.  


ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ყველაზე მაღალია ზაფხულის თვეებში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) და საშუალოდ 90 და მეტს აღწევს. ეს მაჩვენებელი ყველაზე ნაკლებია (4,8-5,50) ზამთარში.


მუკუზნის სპეციფიკურ ზონაში ფესვთა სისტემის გააქტიურება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება. საფერავის კვირტის გაშლა მოსალოდნელია აპრილის შუა რიცხვებში, ყვავილობა - მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფე - აგვისტოს მეორე ნახევარში, ყურძნის ტექნიკური მომწიფება - სექტემბრის ბოლოს. ამისათვის საჭიროა 35000 და მეტი სითბო. მუკუზნის სპეციფიკურ ზონაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი  (St>100C) 4120-34400 -ის საზღვრებში ცვალებადობს.


ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 884 მმ-, აქედან სავეგეტაციო პერიოდში 645 მმ- უტოლდება. ნალექები ყველაზე მეტი რაოდენობით (150 მმ) მოდის მაისში. ნაყოფის ფორმირების პერიოდში (ივნისი, ივლისი, აგვისტო), ნალექების რაოდენობა მცირეა, ამიტომ დასაშვებია დამატებითი მორწყვა.  ყურძნის მომწიფების პერიოდში, განსაკუთრებით სექტემბერში, ატმოსფერული ნალექები საკმაოზე მეტია და 75 მმ უდრის.


ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 71%- უდრის. სავგეტაციო პერი­ოდ­ში ეს მაჩვენებელი 68%-ზე მეტი არ არის.


თოვლის საფარი იქმნება დეკემბრის ბოლო დეკადაში (25.XII), რომელიც მარტის შუა რიცხვებში ქრება. მიკროზონაში  შემოდგომის პირველი წაყინვები ნოემბრის დასასრულს (27.XI) იწყება.  ბოლო წაყინვები საშუა­ლო­დ  24  მარტიდან წყდება  და 10 წელიწადში ერთხელ აპრილის შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი, ზონაში  უყინ­ვო პერიოდის  ხანგრძლივობა 230 დღეზე მეტია.


სეტყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,2- უდრის. სეტყვა ყველაზე ხშირად მაისში (0,7 დღე) და ივნისში (0,5 დღე) მოდის. ანომალურად სეტყვიან წლებში, სეტყვიანი დღეების რაოდენობამ შესაძლოა 5- მიაღწიოს.


ნიადაგის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურა 140 უდრის. ყველაზე თბილ თვეებში (ივლისი, აგვისტო) ნიადაგის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 280 აღწევს; ყველაზე ცივ თვეში _ იანვარში კი -10-ია


ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (32%) და სამხრეთ-დასავლეთის (23%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,4 /წმ უდრის.


აღნიშნული მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ქარების მავნე ზემოქმედების III ჯგუფის რაიონებს. ქარის უარყოფითი ზემოქმედებისგან თავის დაცვის მიზნით, უკეთეს შემთხვევაში, რეკომენდებულია ორრიგიანი ქარსაფარი ზოლების გაშენება.


 


ნიადაგები. მუკუზანის მიკროზონაში  წარმოდგენილია ტყის ყავისფერი, მუქი-ყავისფერი, მდელოს ყავისფე­რი, რენძო-ყავისფერი და ალუვიური ნიადაგების ნაირსახეობები,  რომლებიც ერთმანეთისგან განსხვა­­დებიან პროფილის სისქით, ხირხატიანობის ხარისხით და მექანიკური შედგე­ნილობის მიხედვით. ტყის ყავისფერი ნიადაგები წარმოდგენილია ზედა სარტყელში ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე, მდელოს ­ყავისფერი და რენძო-ყავისფერი ნიადაგები კი ამ კალთების ქვედა ზოლში მდინარე ალაზნის მეორე ტერასის მიჯნაზე ქვემო ალაზნის სარწყავი არხის გაყოლებაზე, ხოლო ალუვიური ნიადაგები მდინარე ალაზნის მეორე ტერასაზე, ქვემო ალაზნის სარწყავი არხის ქვემოთ მდინარე ალაზნის პირველ ტერასამდე.


 არსებული კვლევის მასალების ანალიზიდან გამომდინარე, მუკუზნის სპეციფიკური ზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია ნიადაგების შემდეგი სახეები და სახესხვაობები:


  1. ტყის ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, საშუალო და მძიმე  თიხნარი;

  2. ტყის ყავისფერი, საშუალო სისქის, საშუალოდ ხირხატიანი,  საშუალო და მძიმე თიხნარი;

  3. ტყის ყავისფერი, საშუალო სისქის, მცირე ჰუმუსიანი, საშუალოდ ხირხატიანი და სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი;

  4. ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხიანი და თიხნარი;

  5. მუქი ყავისფერი (ძველი ალუვიური), დიდი სისქის, თიხიანი;

  6. მუქი ყავისფერი, საშუალო სისქის, სუსტად ხირხატიანი, საშუალოდ და  მსუბუქი თიხა;

  7. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, თიხიანი;

  8. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხიანი;

  9. რენძინო-ყავისფერი, დიდი სისქის,  სუსტად ხირხატიანი,  მსუბუქი თიხა  და  მძიმე თიხნარი;

  10. რენძინო- ყავისფერი,  საშუალო სისქის,  სუსტად ხირხატიანი,  თიხნარი  და  თიხიანი;

  11. ალუვიურ-კარბონატული დიდი სისქის თიხნარი;

  12. ალუვიურ-კარბონატული დიდი სისქის ხირხატიან თიხნარი;

  13. დელუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი;

  14. ალუვიური-პროლუვიური, კარბონატული, დიდი სისქის, ხირხატიანი, მსუბუქი თიხნარი და სილნარი.

     

    დიდი სისქის ნიადაგებში პროფილის სიღრმე  80-100 სმ-დან 110-130 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს.  საშუალო სისქის ნიადაგებში კი პროფილის სისქე 60-70  სმ-დან 70-80 სმ-მდეა. აქტიური ჰუმუსიანი ფენა დიდი სისქის ნიადაგებში შესაბამისად 50-60 სმ-დან 75-85 სმ-მდე მდებარეობს, ხოლო საშუალო სისქის ნიადაგებში 30-40 სმ-დან 40-50 სმ-მდე. ნიადაგის სტრუქტურა მარცვლოვან-კოშტოვანიდან (ზედა ფენებში) კოშტოვან-გოროხოვანამდე ქვევით და უფრო ქვევით ბელტოვანში გადადის. ნიადაგის პროფილში  ფესვები, ორგანული ნარჩენები,  კირისთვლები და კენჭები. კალციუმის კარბონატები ზევიდან ქვევით მატუ­ლობს და ქვედა ფენებში ზოგან 24% აღწევს, ზოგიერთი ჭრილების (რენძო-ყავის­ფერი) ქვედა ფენები კი  კალცი­უმის კარბონატებს ძალიან დიდი  რაოდე­ნო­ბით შეიცავენ.

    ყველა ამ ნიადაგში ჰუმუსის შემ­ცვე­ლობა ძირითადად დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება და 0,5-3,0%-ის ფარ­­ლებ­შია. დაბალია მეტწილად ჰიდროლიზური აზოტის შემცველობაც და 5 მგ- არ აღე­მა­ტე­ბა 100 ნიადაგში, ასევე, დაბალია ხსნადი ფოსფორისა და გაცვლითი კალიუმის შემ­ცველობაც, გარდა გამო­ნაკლისისა. კალციუმის კარბონატებს ძირითადად საშ­­­ლო რაოდენობით შეიცავენ და 8-20%-ის ფარგლებშია. ნიადაგის არეს რეაქცია (pH) საშუალო ტუტეა. შესწავლილი ნიადაგური საფარი წარმოდგენილია დახრილ ფორმებზე და ნიადაგები განვითარებულია კარბონატების მაღალი შემცველობის მქონე ქანებზე.

     

    აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

    მუკუზანი-ს დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირო­ბების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექ­ნო­ლო­გი­ური  რეგლამენტები:

     

    ჯიში  საფერავი

    გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 400-650 მეტრამდე;

    დატვირთვის  ნორმა 1მ2-ზე: არაუმეტეს 10 კვირტი. 80-100 ათასი კვირტი 1 ჰა-ზე;

    რეგლამენტირებული მოსავალი: არაუმეტეს 8 ტონა 1 ჰა-ზე.

     

    ნიადაგის განოყიერება

    ორგანულ-მინერალური  სასუქების  გამოყენება კარტოგრაფიული  აგრორეგლა­მენ­ტე­ბით.

     

     ფიტოსანიტარული ღონისძიებები

    ვაზის ძირითადი მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოშრეგისტრირებული კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.

     

     

    ღვინო  მუკუზანი

     

    მუკუზანი“ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხა­რისხის მშრალი   წითელი ღვინოა.

    ღვინო მუკუზანი“ ხასიათდება ბროწეულისფერი შეფერვით. გემოზე სრული, არ­­­მო­­ნიული, ხავერდოვანი და დახვეწილია, გამოხატული  ჯიშური  სპეციფიკური  არომატით  და მაღალი ექსტრაქტით.

    ღვინო მუკუზანის“ ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვე­ნებლებს:

    მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 10,5%;

    შაქრების მასური კონცენტრაცია არაუმეტეს 4,0 გ/დმ3;

    ტიტრული მჟავიანობა არანაკლებ 5,0 გ/დმ3;

    დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3;

    გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 160 მგ/დმ3;

    თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3;

    აქროლადი მჟავიანობა არაუმეტეს 1,2 გ/დმ3.

    დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო  აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის # 1493/1999 დადგენილებას.

     

     

     



tag: