Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები


 

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ოფიციალური  ბიულეტენის სპეციალური გამოშვება. ბიულეტენი საქართველოში დარეგისტრირებული იმ ქართული ღვინოების შესახებ ინფორმაციას შეიცავს,  რომლებიც უახლოეს მომავალში  ევროკავშირის ქვეყნებშიც იქნება დაცული. ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელების  რეგისტრაცია საქპატენტში ეტაპობრივად მას შემდეგ განხორციელდა, რაც ძალაში შევიდა შესაბამისი კანონმდებლობა ("საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ” კანონით გათვალისწინებული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები).  

                                                                                                ვრცლად

 


2010 წლის 1-2 სექტემბერს საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის მეთაურობით სამუშაო ვიზიტით ეწვევა დანიის საპატენტო უწყებას. დანიის მხრიდან საქართველოს დელეგაციას უმასპინძლებს დანიის საპატენტო უწყების ხელმძღვანელი პირები. მხარეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და მოლაპარაკებებს გამართავენ ორი უწყების თანამშრომლობის საკითხებზე. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდება ევროკავშირის პროექტის TAIEX დაფინანსებით.   

                  

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტი" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე დამცავი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია. საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ საპატენტო სიგელები და სასაქონლო ნიშნის მოწმობები გამომგონებლებს, პატენტრწმუნებულებსა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს საზეიმო ვითარებაში გადასცა.

 


 საქართველოსა და ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია. შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში 29 ივლისს შედგა. დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლა ვერლემ მოაწერეს.  

ვრცლად                       

 

22 ივლისს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში "საქპატენტი” საავტორო უფლებების დაცვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქპატენტის, კომპოზიტორთა კავშირის, ავტორთა საზოგადოების წარმომადგენლები და საავტორო უფლებების დაცვის საკითხებით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. იქიდან გამომდინარე, რომ საქპატენტი საავტორო უფლებების დაცვის საკითხში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ სტრუქტურებთან და კერძო პირებთან ერთად ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოელ ექსპერტებთან. საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე კანონმდებლობის დახვეწაზე და საავტორო უფლებების სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად მომავალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი მზად სექტემბრისთვის იქნება.

                                                                                                        

                                                                                

 


   2010 წლის 13–16 ივლისს საქპატენტის დელეგაცია საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის ეკატერინე ეგუტიას ხელმძღვანელობით ეწვია უნგრეთის საპატენტო უწყებას. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის "ტაიექსის” პროექტის მხარდაჭერით. უნგრეთის საპატენტო უწყების მხრიდან წარმოდგენილნი იყვნენ: უნგრეთის საპატენტო უწყების ვიცე–პრეზიდენტი, იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სხვა მოხელეები. უნგრეთის მხარემ სტუმრებს გაუზიარა გამოცდილება ორგანიზაციის მუშაობის შესახებ, განსაკუთრებით სამრეწველო დიზაინებთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახლახანს ამოქმედდა კანონი დიზაინის შესახებ, რომელიც აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას და აწესრიგებს დიზაინთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის საქპატენტში დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
   უნგრეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრებზე გადაწყდა რომ ორ უწყებას შორის უახლოეს დროში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმი.

                                                                                                                                         

  


   15-17 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონი”-ს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა VII საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით საქართველოს ევროპული გზა, რომლის ძირითადი თემა იყო თანამშრომლობა  "აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში.

   კონფერენციაზე წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა განიხილეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრობლემები "აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონში, იმსჯელეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის მზარდი როლის შესახებ, ევროკავშირი-საქართველოს შორის ფართო და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პერსპექტივებზე და ევროკავშირთან  ეკონომიკური ინტეგრაციის გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილეს ასევე დემოკრატიის, კანონის უზენაესობის საკითხებზე.

5-დან 7 ივლისის ჩათვლით საქპატენტში თანამშრომლებისთვის სემინარი მიმდინარეობს. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ტრეინინგს ევროპის საპატენტო უწყების ექსპერტი ჯეზუს ალბერტო ლავინ ლიერმო უტარებს. ევროპელმა ექსპერტმა სემინარის პირველ დღეს საქპატენტის თანამშრომლებს კომპიუტერის მეშვეობით განხორციელებული გამოგონებების და მათი ექსპერტიზის სპეციფიკა გააცნო. ალბერტო ლავინ ლიერმომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ზოგადი თეორიული ლექციის პარალელურად კონკრეტული მაგალითების შესახებაც  ესაუბრა. 

                                                                                                                                         

                                                                                

 

2 ივლისს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში –"საქპატენტში” სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე (სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები და სასაქონლო ნიშნები) და საავტორო უფლებებზე დამცავი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია გაიმართა. რეგისტრაციის და დეპონირების მოწმობები კომპანიებს და კერძო პირებს საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა.

                                                                                                                                                              
                     ვრცლად                                                                                                                                

                                                                                

 

28 ივნისს საქპატენტში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთან, რონალდ მარჩანტთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რონალდ მარჩანტის საქართველოში ვიზიტის მიზანი პროდუქციის რებრენდინგში ქართული მხარის დახმარებაა. საქპატენტის თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის განცხადებით ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის დახმარებით ქართული მხარე შეიმუშავებს საჭირო დოკუმენტაციას, რაც უცხოური კომპანიების მიერ ქართული პროდუქციის გაყალბების ფაქტების აღკვეთას ხელს შეუწყობს. მარჩანტის  ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გასტანს.