Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2017

2017 წლის 27 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ცამეტ ფინალისტ გუნდს შორის, პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული „სმართ ქიდს“ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გაიმართა.

წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“, პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ - პროექტით „მაგნიტური ლიფტი“.

კონკურსის მესამე ადგილი მოიპოვა გუნდმა „ძმები ბუთბაიები“, პროექტით „ოპტიმიზირებული პარკინგის სისტემა - Smart Parking”. კოსტა და გიორგი ბუთბაიები კომაროვის 199-ე საჯარო სკოლისა და სკოლა-ლიცეუმის „მწიგნობართუხუცესი“ მოსწავლეები არიან.

მესამე ადგილზე გასულ გუნდს საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოფიო მუჯირმა გადასცა საქპატენტის სპეციალური პრიზი, გუნდის თითოეულ წევრს 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. აღნისნული ღონისძიება 2015 წლიდან იმართება და კონკურსში საქართველოს მასშტაბით 240 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსს, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს


tag: