Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილება საპატენტო და სხვა საფასურების გადახდის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

2008 წ. 30 დეკემბერს ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის  2008 წ. 10 დეკემბრის № 941 დადგენილება "გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის პატენტთან დაკავშირებული იურიდიული მნიშვნელოვანი ქმედებების შესრულებისათვის საპატენტო და სხვა საფასურების გადახდის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.”

 

ამ დადგენილებიდან გამომდინარე გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის განმცხადებელი - არა რეზიდენტი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი  პარიზის კონვენციის ნებისმიერ მონაწილე-ქვეყანის ტერიტორიაზე, რომელშიც საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე არ აღემატება 3000 აშშ დოლარს და რომელიც შეტანილია ოფიციალურად გამოქვეყნებულ ისმოს-ს ნუსხაში, იხდის საფასურების 25%-ს, რომელიც გათვალისწინებულია ამ დებულების დანართში განაცხადის შეტანის, ექსპერტიზისა და პატენტის გაწემისათვის.

თუ განაცხადში მითითებულია რამდენიმე განმცხადებელი, თითოეული მათგანი უნდა დაექვემდებაროს ზემოაღნიშნულ მოთხოვნას.

განაცხადის შეტანის დროს დაუშვებელია, რომ იურიდიულ პირს საწესდები კაპიტალში ჩადებული ჰქონდეს ინვესტიციები იმ ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკერი პირების, რომლებიც არ შედიან ზემოაღნიშნულ ნუსხაში.

განაცხადის შეტანის დროს იურიდიულმა პირმა უნდა წარადგინოს საფასურის შემწირებაზე მისი უფლების დამადასტურებელი საბუთები.