სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციების რაოდენობამ მილიონს მიაღწია.
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციების რაოდენობამ მილიონს მიაღწია მას შემდეგ, რაც ავსტრიის კომპანიამ Grüne Erde-მ, რომელიც ბუნებრივი ხის მასალის, საფეიქრო და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაშია სპეციალიზებული, თავისი ნიშანი “ისმო”-ს მიერ ადმინისტრირებული ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის სისტემის საფუძველზე დაარეგისტრირა.
ამ ბოლო ოცი წლის მანძილზე მადრიდის სისტემის უფრო და უფრო სწრაფი განვითარება ვაჭრობის მზარდი ინტერნაციონალიზაციის ფაქტისა და სასაქონლო ნიშნების კომერციული მნიშვნელობის აღიარების მაჩვენებელია. შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის, Russ-Suchard & Company-ის, მიერ 1893 წელს პირველი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირებიდან 93 წელიწადში რეგისტრაციების რაოდენობამ 500 000-ს მიაღწია, კიდევ 15 წელიწადში კი ამ რაოდენობამ 750 000 შეადგინა.