Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საინფორმაციო სემინარი

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი” 2009 წლის 4 დეკემბერს ატარებს საინფორმაციო სემინარს თემაზე: "საქპატენტი” და მისი ელექტრონული რესურსები”.

სემინარის მიზანია: ინტელექტუალური საკუთრების, მასზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვების, ეროვნული და საზღვარგარეთული საპატენტო დოკუმენტაციის გამოყენების საკითხებით დაინტერესებული წრეების გათვითცნობიერების დონის ამაღლება.

მიზნობრივი აუდიტორია: სამეცნიერო-ტექნიკური და ბიზნეს წრეები, საჯარო და საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო ბიბლიოთეკები, მასმედიის წარმომადგენლები, რომლების აშუქებენ ეკონომიკის საკითხებს.

ჩატარების ადგილი: ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი” (თბილისი, 0179, ნინო რამიშვილის ქ. №6), III კორპუსი, II სართული, საკლასო ოთახი.