Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ირაკლი ღვალაძე დაინიშნა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტი"-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ღვალაძე

                   

              

 

 

 

 

 

 

 

 


ირაკლი ღვალაძე

 

დაიბადა 1970 წლის 3 იანვარს, თბილისში.

 

 

განათლება

 

1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

 

სამუშაო გამოცდილება

 

1995-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვისა და ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

2002-2004  წლებში იყო თბილისის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი.

 

2005 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილედ.

 

2007 წლის სექტემბრიდან მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.

 

2008  წლის აპრილში დაიკავა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტი.

 

2008 წლის ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ.

 

2010  წლის 4 იანვარს დაინიშნა   საქპატენტის  გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

 

სხვადასხვა წლებში მუშაობდა იურიდიულ მრჩევლად მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის, ამერიკის განვითარების სააგენტოს, ტასისის პროგრამებში.