Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სიახლეები


 

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ოფიციალური  ბიულეტენის სპეციალური გამოშვება. ბიულეტენი საქართველოში დარეგისტრირებული იმ ქართული ღვინოების შესახებ ინფორმაციას შეიცავს,  რომლებიც უახლოეს მომავალში  ევროკავშირის ქვეყნებშიც იქნება დაცული. ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელების  რეგისტრაცია საქპატენტში ეტაპობრივად მას შემდეგ განხორციელდა, რაც ძალაში შევიდა შესაბამისი კანონმდებლობა ("საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ” კანონით გათვალისწინებული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები).  

                                                                                                ვრცლად

 


2010 წლის 1-2 სექტემბერს საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის მეთაურობით სამუშაო ვიზიტით ეწვევა დანიის საპატენტო უწყებას. დანიის მხრიდან საქართველოს დელეგაციას უმასპინძლებს დანიის საპატენტო უწყების ხელმძღვანელი პირები. მხარეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და მოლაპარაკებებს გამართავენ ორი უწყების თანამშრომლობის საკითხებზე. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდება ევროკავშირის პროექტის TAIEX დაფინანსებით.   

                  

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტი" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე დამცავი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია. საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ საპატენტო სიგელები და სასაქონლო ნიშნის მოწმობები გამომგონებლებს, პატენტრწმუნებულებსა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს საზეიმო ვითარებაში გადასცა.

 


 საქართველოსა და ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია. შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში 29 ივლისს შედგა. დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლა ვერლემ მოაწერეს.  

ვრცლად                       

 

22 ივლისს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში "საქპატენტი” საავტორო უფლებების დაცვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქპატენტის, კომპოზიტორთა კავშირის, ავტორთა საზოგადოების წარმომადგენლები და საავტორო უფლებების დაცვის საკითხებით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. იქიდან გამომდინარე, რომ საქპატენტი საავტორო უფლებების დაცვის საკითხში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ სტრუქტურებთან და კერძო პირებთან ერთად ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოელ ექსპერტებთან. საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე კანონმდებლობის დახვეწაზე და საავტორო უფლებების სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად მომავალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი მზად სექტემბრისთვის იქნება.

                                                                                                        

                                                                                

 


   2010 წლის 13–16 ივლისს საქპატენტის დელეგაცია საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის ეკატერინე ეგუტიას ხელმძღვანელობით ეწვია უნგრეთის საპატენტო უწყებას. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის "ტაიექსის” პროექტის მხარდაჭერით. უნგრეთის საპატენტო უწყების მხრიდან წარმოდგენილნი იყვნენ: უნგრეთის საპატენტო უწყების ვიცე–პრეზიდენტი, იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სხვა მოხელეები. უნგრეთის მხარემ სტუმრებს გაუზიარა გამოცდილება ორგანიზაციის მუშაობის შესახებ, განსაკუთრებით სამრეწველო დიზაინებთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახლახანს ამოქმედდა კანონი დიზაინის შესახებ, რომელიც აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას და აწესრიგებს დიზაინთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის საქპატენტში დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
   უნგრეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრებზე გადაწყდა რომ ორ უწყებას შორის უახლოეს დროში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმი.

                                                                                                                                         

  


   15-17 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონი”-ს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა VII საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით საქართველოს ევროპული გზა, რომლის ძირითადი თემა იყო თანამშრომლობა  "აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში.

   კონფერენციაზე წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა განიხილეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრობლემები "აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონში, იმსჯელეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის მზარდი როლის შესახებ, ევროკავშირი-საქართველოს შორის ფართო და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პერსპექტივებზე და ევროკავშირთან  ეკონომიკური ინტეგრაციის გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილეს ასევე დემოკრატიის, კანონის უზენაესობის საკითხებზე.

5-დან 7 ივლისის ჩათვლით საქპატენტში თანამშრომლებისთვის სემინარი მიმდინარეობს. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ტრეინინგს ევროპის საპატენტო უწყების ექსპერტი ჯეზუს ალბერტო ლავინ ლიერმო უტარებს. ევროპელმა ექსპერტმა სემინარის პირველ დღეს საქპატენტის თანამშრომლებს კომპიუტერის მეშვეობით განხორციელებული გამოგონებების და მათი ექსპერტიზის სპეციფიკა გააცნო. ალბერტო ლავინ ლიერმომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ზოგადი თეორიული ლექციის პარალელურად კონკრეტული მაგალითების შესახებაც  ესაუბრა. 

                                                                                                                                         

                                                                                

 

2 ივლისს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში –"საქპატენტში” სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე (სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები და სასაქონლო ნიშნები) და საავტორო უფლებებზე დამცავი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია გაიმართა. რეგისტრაციის და დეპონირების მოწმობები კომპანიებს და კერძო პირებს საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა.

                                                                                                                                                              
                     ვრცლად                                                                                                                                

                                                                                

 

28 ივნისს საქპატენტში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთან, რონალდ მარჩანტთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რონალდ მარჩანტის საქართველოში ვიზიტის მიზანი პროდუქციის რებრენდინგში ქართული მხარის დახმარებაა. საქპატენტის თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის განცხადებით ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის დახმარებით ქართული მხარე შეიმუშავებს საჭირო დოკუმენტაციას, რაც უცხოური კომპანიების მიერ ქართული პროდუქციის გაყალბების ფაქტების აღკვეთას ხელს შეუწყობს. მარჩანტის  ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გასტანს.

                                                                                                                                            

                                                                                

 

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  საქმიანობისა და ორგანიზაციაში განხორციელებული რეფორმების მედიისთვის უკეთ გაცნობის მიზნით საქპატენტის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის სემინარი მოეწყო. სემინარი ქ. ქობულეთში 26-27 ივნისს გაიმართა. შეხვედრას საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე, თავმჯდომარის მოადგილე ეკა ეგუტია და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მედიის წარმომადგენლებთან შესაბამისი ინფორმაციის პრეზენტაცია  გამოგონებების, დიზაინისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად მათიაშვილმა, სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქურდიანმა და იურიდიული და საავტორო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა ელენე ქემაშვილმა გამართეს. ჟურნალისტებმა მათთვის საინტერესო თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

                                                                                                                                           

                                                                                

 

საქართველოში სტუმრად ევროპის საპატენტო უწყების ექსპერტი პატრიკ ლე გონიდეკი იმყოფება. ევროპელი ექსპერტი უკვე შეხვდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას და საქპატენტის საქმიანობას გაეცნო. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს საპატენტო ინფორმაცია ევროპულ ბაზებში განთავსდება.                                                                                             

                                                                                                                            ვრცლად
                               

 
17 ივნისს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრ "საქპატენტს” და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის აქტს ხელი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველმა ვიცე - პრეზიდენტმა გიორგი ისაკაძემ  მოაწერეს. იმის გათვალისწინებით, რომ ინტელექტუალური საკუთრება ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მის დაცვას ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია, ხოლო ბიზნეს ასოციაციას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია ქვეყანაში საინოვაციო საქმიანობის გაზრდისა და განვითარებისთვის, მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმი ორი წლის ვადით გაფორმდა და ვადის გასვლისთანავე მისი მოქმედების ვადა ავტომატურად, იმავე დროით, პერიოდულად გაგრძელდება.

                                                                                

17 ივნისს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრ ,,საქპატენტს” და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. თანამშრომლობის აქტს ხელს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის” გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე მოაწერენ.

                                                                                                                                                 

                                                                                

2010 წლის 7-9 ივნისს საფრანგეთში,  ქ. პარიზში, UNESCO-ს საავტორო უფლებების დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-14 სესია გაიმართა. სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა დელეგაციამ საქპატენტის გენერალური დირექტორის, ირაკლი ღვალაძის მეთაურობით. სესიაზე იმსჯელეს საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში წამოჭრილ ახალ პრობლემებზე და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. განიხილეს მეკობრეობის მიმდინარე მიმართულებები და მათ აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებები.                                                                                                                                                       

 

როგორ მიმდინარეობს რეფორმების პირველი ეტაპი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - ამ საკითხზე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის’’ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ ა.წ. 3 ივნისს პატენტრწმუნებულებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

                                                                                                                                                   ვრცლად

20 მაისს 12 საათზე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ინტელექტულური საკუთრების ობიექტებზე დამცავი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია.
საქპატენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ეგუტიამ საზეიმო ვითარებაში გადასცა საპატენტო სიგელები გამოგონებებზე: თ. ღონღაძეს („მაძრავი“), ა. იოსელიანს („ქარსაცავი და ხმის ამრეკლი მოწყობილობა“), გ. ლომოურს („ინდივიდუალური სამაშველო რგოლი“), ასევე პატენტები სასარგებლო მოდელებზე შპს „ავერსი რაციონალსა“ („ენზალ
D-ს კაფსულები“) და ვ. ნინიძეს („მდოგვის წარმოების ხერხი“); ხოლო – სამრეწველო ნიმუშზე ნ. ჩერქეზიშვილს  („რბილი ავეჯი“). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოწმობები გადაეცათ ნიშნების მფლობელებსა და მათ წარმომადგენლებს. მათ შორის იყვნენ: ბანკი „რესპუბლიკა“ (ნიშანი „მეგობარი“), კომპანია „მარს ინკორპორეიტიდ“ (ნიშანი "MilkiWay“), შპს „ფოტოპლაზა +“ (ნიშანი „დაბეჭდე ყველაფერი“), შპს „აბაშიძის 27“ (ნიშანი "BARnova") და სხვ.

                                                                                                                                                            ვრცლად

20 მაისს 12 საათზე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე (გამოგონებები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები და სასაქონლო ნიშნები) დამცავი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია. საქპატენტის გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე საზეიმო ვითარებაში გადასცემს საპატენტო სიგელებს გამომგონებლებს, პატენტმფლობელებსა და სასაქონლო ნიშნების მფლობელებს. შედგება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა კიდევ ერთი ჯგუფის საავტორო უფლების ობიექტების დეპონირების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემაც.


2010 წლის 17 მაისს ქ. ბრიუსელში გაიმართა ტექნიკური შეხვედრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი შეთანხმების თაობაზე, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეორგაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებასა და დაცვას.
მოლაპარაკებებზე საქპატენტის მხრიდან წარმოდგენილნი იყვნენ გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ეგუტია და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი, იურისტი სოფიო მუჯირი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია და ევროკავშირში საქართველოს მისიის წარმომადგენელი. შეხვედრას უმასპინძლა ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალურმა დირექტორატმა.
გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ხელშეკრულების სამუშაო ვერსია შეთანხმებულ იქნა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აღნიშნული ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებული ფორმალური პროცედურების უმოკლეს დროში დასრულებასთან დაკავშირებით.

 
13 მაისს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქპატენტის დელეგაცია გენერალური დირექტორის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით ამერიკის საავტორო უფლებების უწყებას ეწვია.
შეხვედრაზე ამერიკელმა კოლეგებმა ქართულ მხარეს გააცნეს აშშ-ში არსებული საავტორო უფლებების დაცვის სისტემა და გაუზიარეს ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება.
ვიზიტი განხორციელდა აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის (US Department of State), აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამისა (CLDP Department of Commerce) და აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO) მხარდაჭერით



2 3 4 Next >>