Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
მინერალური წყალი ,,ნაბეღლავი"

რეგისტრაციის  № 822 

 რეგისტრაციის  თარიღი: 2011.12.13

 ადგილწარმოშობის დასახელებანაბეღლავი

 საქონლის დასახელება რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის რეგისტრაცია 

კლასი  32 _ ნატურალური მინერალური წყალი.

 

განმცხადებლის დასახელება და მისამართი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარშალ გელოვანის გამზ. №6, 0159  თბილისი (GE)

 

განსაკუთრებული თვისებები:

მინერალური  წყალი ,,ნაბეღლავი’’  არის  ნახშირორჟანგიანი  ჰიდროკარბონატული  ნატრიუმიანი მინერალური  წყალი  საერთო  მინერალიზაციით 2,5-12  /დმ3

წყლის  ტემპერატურა – 12-18°C.

ნაბეღლავი  ხასიათდება  უნიკალური  სამკურნალო  და  პროფილაქტიკური  თვისებებით  და  გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის სადინარების დაავადებათა, აგრეთვე, ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.

 

ქიმიური შემადგენლობა:

გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერა:

მინერალური  წყალი ,,ნაბეღლავის’’  საბადო  მდებარეობს  საქართველოშიგურიის  რეგიონში, ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ნაბეღლავის  მიდამოებშიმდინარე  გუბაზეულის  ორივე ნაპირზე. მინერალური წყლის საბადო აღმოჩენილია 1905 წელს. უახლოესი დასახლებული პუნქტიდაბა  ჩოხატაური – 22კმდაშორება  მნიშვნელოვანი  პუნქტიდან –  სამტრედია – 52  კმმდინარის აუზი ან მთათა სისტემამდ. სუფსის აუზი.

 

საბადოს (წყაროს; ჭაბურღილის) ნომენკლატურა და ხაზოვანი კოორდინატები – К-38-73-Б-а;

 

 


tag: