Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
მინერალური წყალი ,,საირმე"

რეგისტრაციის  № 823 

 რეგისტრაციის  თარიღი 2011.12.21

 ადგილწარმოშობის დასახელებასაირმე

 საქონლის დასახელება რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის რეგისტრაცია:  

კლასი  32 _ ნატურალური მინერალური წყალი.

 

განმცხადებლის დასახელება და მისამართი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარშალ გელოვანის გამზ. №6, 0159  თბილისი (GE)

 

განსაკუთრებული თვისებები:

ქიმიური  შემადგენლობის  მიხედვით  საირმის  მინერალური  წყლები  წარმოდგენილია  სამი  ჯგუფით, რომელთა მიხედვითაც განხორციელდა მარაგების შეფასება და დამტკიცება

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება №№ 1, 3, 8 (ჭაბ. №27) წყაროებისა და №68 ჭაბურღილის ნახშირმჟავა, კაჟმჟავადაბალმინერალიზებული (2,4-4  /),  ჰიდროკარბონატულ  ნატრიუმ-კალციუმიანი  ცივი წყლები  და  წყარონამარნევი“ (სილამაზის  წყარო),  რომელიც  ხასიათდება  დაბალი  მინერალი-ზაციით (1,2-1,4 /) და დარიშხანის შემცველობით (0,7-1,0 მგ/). 

მეორე  ჯგუფს  მიეკუთვნება  №3  და  №7 (ჭაბ.  №56)  წყაროების  ნახშირმჟავაკაჟმჟავადაბალმინე-რალიზებული (3-5,6), ჰიდროკარბონატულ ნატრიუმ-კალციუმიანი ცივი წყლები

მესამე ჯგუფს მიეკუთვნება №4 და №5  (წყარო №2 ) ჭაბურღილების ნახშირმჟავა, კაჟმჟავა, საშუალო მინერალიზაციის (8-10,5 /) ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიანი ცივი წყლები.

 

ქიმიური შემადგენლობა:

 

გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერა

საირმის  მინერალური  წყლების  წარმოშობის  ადგილია  კურორტ  საირმის  ტერიტორიაის  ადგილი, სადაც ისტორიულად ცნობილი იყო მათი გამოსავლები

საირმის  მინერალური  წყლის  საბადო  მდებარეობს  იმერეთის  რეგიონშიბაღდათის  რაიონში, რაიონული ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით 27 კმ-ში. აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედის ჩრდილო ფერდზე და მოიცავს წაბლარას წყლის ზემო წელის აუზს. ჩრდილო  განედის 41°54´ და აღმოსავლეთ გრძედის 42°44´ კოორდინატებზე, მდ. წაბლარას წყლის ორივე ნაპირზე

საბადო მდებარეობს მდ. წაბლარას წყალსა და მისი მარჯვენა შენაკადის, მდ. ნამარნევის შეერთების უბანში და მთლიანად მოიცავს კურორტ საირმის ტერიტორიას

საირმის  ჰიდრომინერალური  მეურნეობა  წარმოდგენილია  ოთხი  წყაროთი (№№ 1, 3, 3 დანამარნევი“) და ხუთი ჭაბურღილით (№4 №5 (წყარო №2), № 56 (წყარო №7), №27 (წყარო №8) და №68. საბადოს  ტერიტორიაზე  განვითარებულია  შუაეოცენური  მასიური  ტუფები  და  ტუფქვიშაქვები, რომლებითაც აგებულია განედური მიმართების საირმის ანტიკლინი.

 


tag: