Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ინტელექტუალური საკუთრების ბიბლიოთეკა

ეროვნული საპატენტო ფონდი ამჟამად გამოგონებებისა და სასარგებლო მოდელების 5500-მდე აღწერილობას შეიცავს. საქპატენტის ბიბლიოთეკის ეროვნული საპატენტო ფონდის დაკომპლექტება ხდება როგორც მანქანაკითხვად საშუალებებზე (CD და DVD-ROM დისკებზე), ისე ქაღალდზე. აღწერილობები ქაღალდზე ინახება ორი კატალოგის სახით _ სიტემატურისა და ნუმერაციულის. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია:

• განაცხადები გამოგონებებზე, რომლებიც შემოტანილია საქპატენტში და გამოფენილია საყოველთაო გაცნობისათვის;

• გამოგონებებისა და სასარგებლო მოდელების პატენტების აღწერილობები.

ბიბლიოთეკას თვეში ორჯერ მიეწოდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის მორიგი ნომრები ქართულ ენაზე, ხოლო კვარტალში ერთხელ – სამენოვანი ოფიციალური ბიულეტენი (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე), რომელშიც განთავსებულია ინფორმაცია მხოლოდ პატენტების შესახებ. საზღვარგარეთის ქვეყნებთან საპატენტო ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულებათა ფარგლებში ბიბლიოთეკა იღებს დსთ-ს ქვეყნების, ევრაზიის საპატენტო ორგანიზაციის, ევროპისა და აზიის რიგი ქვეყნების საპატენტო დოკუმენტაციის შემცველ ოფიციალურ გამოცემებს.

მკითხველისათვის უფასოდაა ხელმისაწვდომი საპატენტო დოკუმენტაციის ეროვნული და უცხოური ფონდები, დაახლოებით 100 მლნ. აღწერილობით. საქპატენტის ბიბლიოთეკას გააჩნია ევროპის საპატენტო უწყების, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის, აღმოსავლეთი ევროპის, ავსტრიის, რუსეთის, აშშ-ს, საფრანგეთის, იაპონიის საპატენტო დოკუმენტაციის კოლექციები CD და DVDROM დისკებზე. ბიბლიოთეკის ფონდს სისტემატურად მიეწოდება ინტელექტუალური საკუთრების ყველა ასპექტთან დაკავშირებული გამოცემები (მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ჟურნალები, ცნობილი სპეციალისტების წიგნები, ენციკლოპედიები, ცნობარები, სახელმძღვანელოები). ბიბლიოთეკა ყველა დაინტერესებულ პირს ადგილზე გასაცნობად უსასყიდლოდ აწვდის:

• სამრეწველო საკუთრებასთან დაკავშირებულ ქართულ გამოცემებს: "სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენს”, სამეცნიერო- პრაქტიკულ ჟურნალს "ინტელექტუალური საკუთრება”, წლიურ ანგარიშებს და სხვ.

• საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდურ დოკუმენტებს;

• ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან დაკავშირებულ უცხოურ გამოცემებს.

ასევე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ:

• ჩაატარონ ძიება როგორც სამრეწველო საკუთრების ობიექტების, ისე მათი მონაცემების მიხედვით;

• შეუკვეთონ გამოგონებების პატენტების აღწერილობებისა და ნებისმიერი ნორმატიული თუ საკანონმდებლო აქტის ასლი ქაღალდსა თუ ელექტრონულ მატარებელზე;

• მიიღონ კონსულტაცია საჭირო ინფორმაციის ძიებაზე;

• დაადგინონ (საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის მიხედვით) განყოფილება, კლასი და ქვეკლასი სარეგისტრაციოდ წარდგენილი გამოგონებისა და სასარგებლო მოდელისათვის, ასევე სასაქონლო ნიშნებისა და სამრეწველო ნიმუშებისათვის.

• მიიღონ მეთოდური და საკონსულტაციო დახმარება სამრეწველო საკუთრების დაცვისუნარიანი ობიექტების გამოსავლენად და ამ ობიექტების რეგისტრაციაზე საგანაცხადო მასალების გაფორმების შესახებ.

ბიბლიოთეკა ავრცელებს საქპატენტის პერიოდულ გამოცემებს ქაღალდის მატარებლებსა და CD და DVD-ROM დისკებზე ცენტრალურ, სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო ბიბლიოთეკებში, სასწავლო დაწესებულებებში უფასო მიტანის გზით, და ასევე დამატებითი მასალის სახით საქპატენტის მიერ ორგანიზებული სემინარებისა და კონფერენციების ჩატარების დროს. ბიბლიოთეკა ყველა მსურველის მიერ გამოყენების მიზნით ცალკე ბროშურებად გამოსცემს საზღვარგარეთ ჩატარებული იმ კონფერენციებისა და სემინარების მასალებს, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი წარმომადგენლები.

 

საქპატენტის ბიბლიოთეკის ძირითადი CD/DVD-ROM კოლექცია

ESPACE ACCESS - European and PCT International Patent Application Bibliography ევროპისა და PCT-ის საერთაშორისო საპატენტო განაცხადების ბიბლიოგრაფია 

ESPACE ACCESS-Eps  - Bibliographic data from 29 member states ევროპის 29 წევრ ქვეყნის ბიბლიოგრაფია

ESPACE ACCESS-EP-B - Bibliography of Granted European Patents ევროპატენტები - გაცემული პატენტების ბიბლიოგრაფია

ESPACE GLOBALPAT: Text and Drawings from Patent First Pages ევროპატენტების, საერთაშორისო განაცხადების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და  შვეიცარიის პატენტების რეფერატები და ნახაზები

ESPACE EUROPE - Patents bibliographic data from 6 patent offices ევროპის 6 საპატენტო უწყების: ევროპის საპტენტო უწყების, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ნიდერლანდის, ლუქსემბურგის, შვეიცარიის საპატენტო ბიბლიოგრაფიული მონაცემები

ESPACE EP-A  European Patent Applications ევროპის საპატენტო განაცხადების სრული აღწერილობები 2004წ-მდე

ESPACE EP-B  Granted European Patents ევროპის გაცემული პატენტების სრული აღწერილობები 2004წ-მდე

ESPACE  EP-  European Patents Documents ევროპის განაცხადებისა და პატენტების სრული აღწერილობები 2005 წ-დან

ESPACE PRECES - Patents from the Region of Eastern and Central European States აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების პატენტები

ESPACE WORLD - PCT International Applications საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (Pჩთ) შესაბამისად წარდგენილი საერთაშორისო  განაცხადები

ROMARIN - International Trademark Information ინფორმაცია საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებზე

CISPATENT – Patents Description of the CIS countries დსთ-ს და ევრაზიის  პატენტები

USAPAT - Facsimile Images of United States Patents Issued 1790 to present აშშ პატენტების სკანირებული აღწერილობები 1790 წლიდან დღემდე

USAAPP - Facsimile Images of United States Patent Applications აშშ საპატენტო განაცხადების სკანირებული აღწერილობები

GLOBALPAT – Text and Drawings from Patent First Pages აშშ, ისმო-ს, ევროპის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და შვეიცარიის განაცხადების რეფერატები და ნახაზები

CASSIS CD-ROMs -  Patents BIB: Grants აშშ პატენტების არჩევითი ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია, 1969 წლიდან დღემდე

CASSIS CD-ROMs -  Patents აშშ პატენტების სრული აღწერილობების საძიებო სისტემა 

CASSIS CD-ROMs -  Patents SNAP-1 აშშ პატენტების განაცხადებისა და ნომრების შესაბამისობის ცხრილი

CASSIS CD-ROMs -  Patent Assign - US Patents 1980წ. აგვისტოდან გაცემული აშშ პატენტები და ინფორმაცია  უფლებების გადაცემის შესახებ

CASSIS CD-ROMs -  Patents Class აშშ-ის ბლანკები, ფორმები, დეკლარაციები გამოგონებების, სასარგებლო მოდელების, სამრეწველო ნიმუშების და სასაქონლო ნიშნების პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით

CASSIS CD-ROMs  -  Patents & Trademarks Assign აშშ პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უფლებების მინიჭებები

CASSIS CD-ROMs -  Trademarks Assist სასაქონლო ნიშნების საძიებო საშუალებები

CASSIS CD-ROMs -  Trademarks Pending & ACE აშშ-ის უწყებაში საქმის წარმოებაში მყოფი სასაქონლო ნიშნების  ბიბლიოგრაფია

CASSIS CD-ROMs -  Trademarks BIB აშშ-ში გატანილი, გაუქმებული, ვადაგასული, საქმის წარმოებაში მყოფი  სასაქონლო ნიშნების ბიბლიოგრაფია 

CASSIS CD-ROMs - Trademarks BIB LIVE აშშ-ის უწყებაში საქმის წარმოებაში მყოფი და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების  ბიბლიოგრაფია

CASSIS CD-ROMs - Trademarks Registered აშშ-ის უწყებაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების ბიბლიოგრაფია

CASSIS CD-ROMs -  Patents BIB – APPs  2001 წ. მარტიდან გამოქვეყნებული აშშ საპატენტო განაცხადების  თემატიკის მიხედვით შერჩეული ბიბლიოგრაფიული მონაცემები

CASSIS CD-ROMs – BIB - ACE აშშ-ში გატანილი, გაუქმებული და ვადაგასული სასაქონლო ნიშნები

PATENT ABSTRACTS OF JAPAN UNEXAMINED APPLICATIONS იაპონიის განაცხადების რეფერატები (რომლებზეც არ არის ჩატარებული ექსპერტიზა)

PATENT ABSTRACTS OF JAPAN UNEXAMINED APPLICATIONS:CLASS იაპონიის განაცხადების რეფერატები (რომლებზეც არ არის ჩატარებული ექსპერტიზა) საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის (სსკ) მიხედვით

PATENT ABSTRACTS OF JAPAN – INDEX იაპონიის განაცხადების რეფერატები (რომლებზეც არ არის ჩატარებული ექსპერტიზა) ინდექსით - საცნობარო ინფორმაცია

BREF - France საფრანგეთის, ევროპის, საერთაშორისო პატენტების ბიბლიოგრაფია და რეფერატები

COSMOS – INPI  -  Patents საფრანგეთის გამოგონებების და სასარგებლო მოდელების განაცხადების სრული აღწერილობები

ESPACE AT ავსტრიის პატენტების და სასარგებლო მოდელების განაცხადების აღწერილობა

RUSSIAN PATENTS - Descriptions რუსეთის პატენტების სრული აღწერილობები

SAKPATENTI- FULL TEXTS OF INVENTIONS AND UTILITY MODELS (in Georgian) საქპატენტი – გამოგონებებისა და სასარგებლო მოდელების აღწერილობები (ქართულ ენაზე)

OFFICIAL BULLETINS OF THE CIS COUNTRIES დსთ-ს ქვეყნების  ოფიციალური ბიულეტენები

INTERNATIONAL DESIGN BULLETIN სამრეწველო ნიმუშების საერთაშორისო განაცხადების ბიულეტენი

SAKPATENTI – OFFICIAL BULLETIN OF THE INDUSTRIAL PROPERTY (in Georgian, Russian and English) საქპატენტის – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე

WIPO GAZETTE OF INTERNATIONAL MARKS საერთაშორისო სასაქონლო ნიშნების ბიულეტენი (ისმო)

ESPACE BULLETIN - European Patent Bulletin Information ინფორმაცია ევროპის საპატენტო ბიულეტენიდან: დოკუმენტების ბიბლიოგრაფია და იურიდიული სტატუსი

IPLEX - Intellectual Property Laws and Treaties კანონები და ხელშეკრულებები ინტელექტუალური საკუთრების დარგში

ESPACE LEGAL - სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებები, პატენტრწმუნებულთა სია, შერჩეული იურიდიული ინფორმაცია.

 


რესურსები