ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და კომერციალიზაცია, არამატერიალური აქტივების იდენტიფიცირების გზები არის ის მთავარი თემები, რომელიც საქპატენტის ექსპერტებისთვის გამართულ რიგით მეორე ტრენინგზე განიხილება. საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში დღეს, 30 ივნისს, დაიწყო სასწავლო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს, საქპატენტის თანამშრომლების გადამზადებას წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ტრენინგს ინტელექტუალური საკუთრების უცხოელი ექსპერტი ელისონ ორი უძღვება.
ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერის საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტის „ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP)“ მიმდინარეობის ადგილზე გასაცნობად, საქპატენტს პროექტის ლიდერი მარტინ მარიანოვი და პროექტის კოორდინატორი ანდრეა იორი ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია პროექტის კომპონენტების მიმდინარეობის განხილვა და პროექტის ფარგლებში, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებში მონაწილეობა. საქპატენტში სტუმრები გაეცნენ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის, ასევე, იურიდიული, გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტების საქმიანობას.
STEM მენტორების სასწავლო კურსი, რომელიც „ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებით და საქპატენტის მხარდაჭერით საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, ხელშესახები შედეგით დასრულდა. პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლას ჰყავს 40-მდე გადამზადებული მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებს გააცნოს ახალი ტექნოლოგიები და გაუღვივოს ინტერესი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგებისადმი, ასევე, კურსში ჩართულმა პედაგოგებმა საკუთარ სკოლებში STEM კლუბები ჩამოაყალიბეს, რომლის ფუნქცია იქნება აღნიშნულ დისციპლინებში პროექტების შექმნის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტსა“ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში, საქპატენტი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ერთობლივ საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა ტიპის პროექტებს განახორციელებენ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა და დოკუმენტს ხელი საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოაწერეს.
საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული
აღნიშვნების რეესტრს გეოგრაფიული აღნიშვნა „ტყემალიც“ დაემატება. საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრში – „საქპატენტში“ რეგისტრაციის
პროცედურა ბოლო ეტაპზეა, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაცია, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი
განაცხადის მასალებებთან ერთად, გამოქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში
მიმდინარე წლის 10 ივნისს. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტში არ შევა დამატებითი
ინფორმაცია, „ტყემალი“ დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს.
„აჯიკისთვის“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭება
ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი აღიარებული
და დადასტურებული იქნება სახელმწიფოს მიერ. პროცედურის თანახმად, ოფიციალური ინფორმაცია,
რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ განაცხადის მასალებთან ერთად, გამოქვეყნდება სამრეწველო
საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში მიმდინარე წლის 10 ივნისს. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის
ვადაში საქპატენტში არ შემოვა დამატებითი ინფორმაცია, „აჯიკა“ როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა
დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს.
თამარისის საადრეო მარწყვი, კაჩაგანის საადრეო ატამი და ბალი, მარნეულის საადრეო კარტოფილი და პომიდორი, წალკის საგვიანო კარტოფილი, დმანისის ხორბალი და წიწაკა იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში პოტენციურ გეოგრაფიულ აღნიშვნებად იქნა იდენტიფიცირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით „ბოლნისის აგროცენტრის“ თანამშრომლებისთვის და ადგილობრივი მეწარმეებისთვის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ორგანიზებით, ბოლნისში, გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ ტრენინგი მიმდინარეობს.
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით არსებული სიტუაცია განიხილეს ბათუმში, 3 ივნისს გამართულ შეკრებაზე. „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ორგანიზებით გამართული კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, მნიშვნელობა, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტები, მათი რეგისტრაციისა და დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაცია, საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები და ევროპული გამოცდილება ამ სფეროში.
ევროპული საპატენტო განაცხადის წარდგენა და მისი საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა არის საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე, უფრო სწრაფი და იაფი გზა, რომლის დანერგვაზე მუშაობს საქპატენტი. საერთაშორისო განმცხადებლების ამ გზით მოზიდვის და საპატენტო დაცვის ევროპული სტანდარტით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის 2019 წელს გაფორმდა ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება. შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭიროა საქართველოს საპატენტო კანონში ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC), საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქპატენტმა შესაბამისი ცვლილებებით კანონპროექტი უკვე მოამზადა და საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.