გაფრთხილება!

საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია “IP Direct -International Patent & Trademark Directory“ აგზავნის წერილებს საერთაშორისო ნიშნების განმცხადებლებთან და მათ წარმომადგენლებთან, ნიშნების რეგისტრაციის/გამოქვეყნების საფასურის გადახდის მოთხოვნით.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას არ აქვს კავშირი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO/ისმო) და აქვე განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება „ისმოს საერთაშორისო ნიშნების ბიულეტენში“, რომელიც მადრიდის სისტემის ერთადერთი ოფიციალური გამოცემაა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის სისტემით სარგებლობისთვის დადგენილი ნებისმიერი საფასური განმცხადებელმა უნდა გადაუხადოს ისმო-ს შვეიცარულ ფრანკებში.

გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე უცნობი ორგანიზაციებისგან მიღებული წერილების მიმართ, სადაც საუბარია უნებართვო მომსახურებებისათვის საფასურის გადახდაზე. მსგავსი კორესპონდენციის საეჭვო წარმომავლობის შემთხვევებში გაიარეთ კონსულტაცია პატენტრწმუნებულთან ან დაგვიკავშირდით: info@sakpatenti.org.ge, ტელ: 2 25 25 33.